არეულობების დროს ალმათიში პოლიციამ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მომიტინგეები პოლიციელებს ესროდნენ ჯოხებს, ქვებს და ნაგავს. სამართალდამცველებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, შუქბგერითი ყუმბარები და ხელკეტები. ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლება წესრიგს დაამყარებს. მიუხედავად ამისა, მთავრობა გადადგა.
ყაზახეთში ახალი წლის დღეებში სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა მას შემდეგ, რაც საწვავზე ფასები გაიზარდა.
არეულობების დროს ალმათიში პოლიციამ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მომიტინგეები პოლიციელებს ესროდნენ ჯოხებს, ქვებს და ნაგავს. სამართალდამცველებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, შუქბგერითი ყუმბარები და ხელკეტები. ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლება წესრიგს დაამყარებს. მიუხედავად ამისა, მთავრობა გადადგა.
პოლიციისადმი წინააღმდეგობის საპასუხოდ ხელისუფლება მოსახლეობისგან ამოიღებს იარაღს, ასევე აიკრძალება ალკოჰოლის გაყიდვა, დაიწყება საბუთების შემოწმება, ადამიანებისა და კერძო ტრანსპორტის ჩხრეკა
გარდა ამისა, ალმათიში შესვლა და ქალაქიდან გასვლა შეიზღუდება. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ წესრიგის დასამყარებლად ყველა ღონეს იხმარენ
ქვეყნის მეთაურმა დაგმო ზოგიერთი პროტესტანტის მოწოდება სამოქალაქო და სამხედრო უწყებების შენობების დარბევის შესახებ. მისი თქმით, „ხელისუფლება არ დაემხობა“, თუმცა ქვეყანას „სჭირდება არა კონფლიქტი, არამედ ურთიერთნდობა და დიალოგი“