https://sputnik-georgia.com/20220105/almatishi-policiastan-shetakebebi-xdeba-263390375.html
ვითარება ალმათიში დაძაბულია: ბოლო ცნობები
ვითარება ალმათიში დაძაბულია: ბოლო ცნობები
Sputnik საქართველო
საპროტესტო აქციის მონაწილეები 1 იანვრიდან თხევადი ბუნებრივი აირის ორჯერ გაძვირებას აპროტესტებენ. 05.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-05T12:47+0400
2022-01-05T12:47+0400
2022-01-05T20:27+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/05/263386374_0:0:3027:1702_1920x0_80_0_0_c39e2b30dd5213b93690449d06f81205.jpg
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. ამ დროისათვის ალმათის ცენტრში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები ხდება, იუწყება РИА Новости.სააგენტოს ცნობით, აქციის მონაწილეები რამდენიმე ძალოვანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა შეძლეს ხელკეტებით შეიარაღებული რამდენიმე ასეული მომიტინგის შეკავება, რომლებიც ქალაქის ცენტრისკენ მიემართებოდნენ. მათ წინააღმდეგ პოლიციამ სპეცსაშუალებები, მათ შორის ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.პროტესტი ყაზახეთშიმანგისტაუს ოლქში მესამე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები 1 იანვრიდან თხევადი ბუნებრივი აირის ორჯერ გაძვირებას აპროტესტებენ. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, ახალი წლიდან ფასების დადგენა ხორციელდება ელექტრონულ სავაჭრო ბირჟებზე მოთხოვნისა და შეთავაზების შესაბამისად.ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ვითარების შესასწავლად სამთავრობო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო და აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნის – გაზზე ფასის დაწევის შესრულებაზე მზადყოფნა გამოთქვა.პროტესტმა ყაზახეთის სხვა ქალაქებიც მოიცვა. გუშინ, საღამოს ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებსა და ძალოვნებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, კვამლის ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ტოკაევმა ქვეყნის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, „ხელისუფლება არ დაემხობა“, თუმცა ქვეყანას „სჭირდება არა კონფლიქტი, არამედ ურთიერთნდობა და დიალოგი“.ქვეყნის პირველმა პირმა მანგისტაუს ოლქსა და ალმათიში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კომენდანტის საათი 23:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს, იკრძალება მასობრივი ღონისძიებებისა და აქციების გამართვა, საბრძოლო იარაღისა და ალკოჰოლის გაყიდვა, გაძლიერდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა. გარდა ამისა, შეიზღუდა ალმათიში მოქალაქეების შესვლა–გამოსვლა.ტოკაევმა ქვეყანაში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მთავრობას დააკისრა და დღეს, დილით მისი დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.
https://sputnik-georgia.com/20220105/areuloba-yazaxetshi-photo-263390104.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/05/263386374_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_313a674b45caf6c8a8ec3fa992cb4d2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები
საზოგადოება, ახალი ამბები
ვითარება ალმათიში დაძაბულია: ბოლო ცნობები
12:47 05.01.2022 (განახლებულია: 20:27 05.01.2022) საპროტესტო აქციის მონაწილეები 1 იანვრიდან თხევადი ბუნებრივი აირის ორჯერ გაძვირებას აპროტესტებენ.
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. ამ დროისათვის ალმათის ცენტრში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები ხდება, იუწყება
РИА Новости.
სააგენტოს ცნობით, აქციის მონაწილეები რამდენიმე ძალოვანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა შეძლეს ხელკეტებით შეიარაღებული რამდენიმე ასეული მომიტინგის შეკავება, რომლებიც ქალაქის ცენტრისკენ მიემართებოდნენ. მათ წინააღმდეგ პოლიციამ სპეცსაშუალებები, მათ შორის ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.
მანგისტაუს ოლქში მესამე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები 1 იანვრიდან თხევადი ბუნებრივი აირის ორჯერ გაძვირებას აპროტესტებენ. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, ახალი წლიდან ფასების დადგენა ხორციელდება ელექტრონულ სავაჭრო ბირჟებზე მოთხოვნისა და შეთავაზების შესაბამისად.
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ვითარების შესასწავლად სამთავრობო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო და აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნის – გაზზე ფასის დაწევის შესრულებაზე მზადყოფნა გამოთქვა.
პროტესტმა ყაზახეთის სხვა ქალაქებიც მოიცვა. გუშინ, საღამოს ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებსა და ძალოვნებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, კვამლის ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ტოკაევმა ქვეყნის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, „ხელისუფლება არ დაემხობა“, თუმცა ქვეყანას „სჭირდება არა კონფლიქტი, არამედ ურთიერთნდობა და დიალოგი“.
ქვეყნის პირველმა პირმა მანგისტაუს ოლქსა და ალმათიში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კომენდანტის საათი 23:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს, იკრძალება მასობრივი ღონისძიებებისა და აქციების გამართვა, საბრძოლო იარაღისა და ალკოჰოლის გაყიდვა, გაძლიერდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა. გარდა ამისა, შეიზღუდა ალმათიში მოქალაქეების შესვლა–გამოსვლა.
ტოკაევმა ქვეყანაში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მთავრობას დააკისრა და დღეს, დილით მისი დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.