https://sputnik-georgia.com/20220104/zemo-larsi-dres-ra-vitarebaa-rusetis-sazrvrisken-mimaval-gzaze-263374122.html
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა აღდგა
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა აღდგა
Sputnik საქართველო
გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა იყო შეზღუდული
2022-01-04T18:40+0400
2022-01-04T18:40+0400
2022-01-04T21:30+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/18/251257132_0:0:962:541_1920x0_80_0_0_35e6de6b963b97f8b42aa182400c0af7.jpg
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. წუხელ ინტენსიური თოვისა და ძლიერი ქარის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.ამჟამად კი რუსეთ–საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.გზის სრულად გახსნა ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/18/251257132_0:0:722:541_1920x0_80_0_0_94bcdb2a95c138dbfbc1f4200e23c8c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლარსი ტრაილერი გზა
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა აღდგა
18:40 04.01.2022 (განახლებულია: 21:30 04.01.2022) გუდაური–კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა შეზღუდული იყო.
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. წუხელ ინტენსიური თოვისა და ძლიერი ქარის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
ამჟამად კი რუსეთ–საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გზის სრულად გახსნა ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.