თბილისში თითქმის 12 ათასი აბონენტი გაზის გარეშე დარჩა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2022
გამოწერა
გაზსადენი მაშინ დაზიანდა, როდესაც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია შეუთანხმებლად აწარმოებდა სამუშაოებს.
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. სამშენებლო კომპანიის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო 11.677 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ შეუთანხმებლად აწარმოა სამუშაოები, რის შედეგადაც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზსადენი დაზიანდა.
შეზღუდვა ძირითადად შპს „ლისი ფოს“ საცხოვრებელი კომპლექსის, საბურთალოს რაიონის და სოფელ დიღმის მოსახლეობას შეეხო. „თბილისი ენერჯის“ ცნობით, გაზმომარაგება სრულად აღდგება დღეს, 4 იანვარს 22:00 საათისთვის.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
ყველა ახალი ამბავი
0