საქართველოს გზებზე კვლავ შეზღუდვები დაწესდა

© Facebook / Department of Highwaysგზის გაწმენდის სამუშაოები
გზის გაწმენდის სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2022
გამოწერა
შეზღუდვები ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო დაწესდა.
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები ისევ შექმნა.
კერძოდ, შეზღუდვები დაწესდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-100 კმ მონაკვეთზე (ფარავნის უღელტეხილი), ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეპარტამენტის ცნობით, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უახლოეს დღეებში საქართველოში უამინდობა შენარჩუნდება. სინოპტიკოსები 6 იანვრამდე ჰაერის ტემპერატურის დაცემას პროგნოზირებენ და ძლიერ ყინვებს ელოდებიან.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ყველა ახალი ამბავი
0