რა შეზღუდვები მოქმედებს ამ დროისთვის საქართველოს გზებზე

© Adjara Roads Departmentთოვლი გზებზე
თოვლი გზებზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2022
გამოწერა
ცოტა ხნის წინ შეზღუდვები რაჭისა და სვანეთის გზებზე ამოქმედდა
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. უამინდობა საქართველოს გზებზე კვლავ პრობლემებს ქმნის. ამჯერად თოვის, დაბალი ტემპერატურისა და ლიპყინულის გამო ტრანსპორტის მოძრაობა სვანეთსა და რაჭაში შეიზღუდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 30-186-ე კმ (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული საავტომობილო გზის 1-30-ე კმ (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარდა ამისა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე, შეზღუდვები მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158-ე კმ (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთი: აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 43-45-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთი: იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 28-125-ე კმ (ყუმისთავი-მელე) მონაკვეთი: აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის 88-125-ე კმ (ლენტეხი-მელე) მონაკვეთი: დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 18-108-ე კმ მონაკვეთი: აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთი: აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 86-106-ე კმ მონაკვეთი: დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
ყველა ახალი ამბავი
0