https://sputnik-georgia.com/20220104/gia-volskis-koronavirusi-daudasturda-263373832.html
გია ვოლსკის კორონავირუსი დაუდასტურდა
გია ვოლსკის კორონავირუსი დაუდასტურდა
გია ვოლსკი პარლამენტში ბოლოჯერ 5 დღის წინ იმყოფებოდა
2022-01-04T18:10+0400
2022-01-04T18:10+0400
2022-01-04T21:25+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_0:53:3000:1741_1920x0_80_0_0_6a3c8a2f9e145389684c2032aa229abf.jpg
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს გია ვოლსკის კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.გავრცელებული ინფორმაციით, ვოლსკის კორონავირუსი ახალი წლის დღეებში დაუდასტურდა და ის სახლის პირობებში მკურნალობს.გია ვოლსკი აქტიურად ესწრებოდა პარლამენტის სხდომებს. ის საკანონმდებლო ორგანოში ბოლოს 29 დეკემბერს იმყოფებოდა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი AstraZeneca-ს ვაქცინით 2021 წლის შემოდგომაზე აიცრა. აღსანიშნავია, რომ ვოლსკი იყო მესამე ქართველი დეპუტატი, რომელმაც აცრა საჯაროდ გაიკეთა და ამით დანარჩენ კოლეგებს მაგალითი მისცა.დეპუტატი გია ვოლსკი AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა >>საქართველო კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღას ებრძვის. ეპიდვითარება ბოლო პერიოდში შედარებით დასტაბილურდა. ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 2–3 ათასის ფარგლებში მერყეობს. თუმცა კვლავ მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი – საშუალოდ 40–60 ადამიანი დღეში.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.590-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 942.173-ს მიაღწია.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.955 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 904.903-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 67 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14.009 -ს მიაღწია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_50c87ee335440434c6fea0ce346637a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
გია ვოლსკი კორონავირუსი
გია ვოლსკის კორონავირუსი დაუდასტურდა
18:10 04.01.2022 (განახლებულია: 21:25 04.01.2022) გია ვოლსკი პარლამენტში ბოლოს ხუთი დღის წინ იმყოფებოდა.
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს გია ვოლსკის კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ვოლსკის კორონავირუსი ახალი წლის დღეებში დაუდასტურდა და ის სახლის პირობებში მკურნალობს.
გია ვოლსკი აქტიურად ესწრებოდა პარლამენტის სხდომებს. ის საკანონმდებლო ორგანოში ბოლოს 29 დეკემბერს იმყოფებოდა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი AstraZeneca-ს ვაქცინით 2021 წლის შემოდგომაზე აიცრა. აღსანიშნავია, რომ ვოლსკი იყო მესამე ქართველი დეპუტატი, რომელმაც აცრა საჯაროდ გაიკეთა და ამით დანარჩენ კოლეგებს მაგალითი მისცა.
საქართველო კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღას ებრძვის. ეპიდვითარება ბოლო პერიოდში შედარებით დასტაბილურდა. ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 2–3 ათასის ფარგლებში მერყეობს. თუმცა კვლავ მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი – საშუალოდ 40–60 ადამიანი დღეში.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.590-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 942.173-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.955 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 904.903-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 67 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14.009 -ს მიაღწია.