https://sputnik-georgia.com/20220104/amoqmedda-axali-kanoni-mewarmeta-sesaxeb-263368747.html
მეწარმეთა საყურადღებოდ! ამოქმედდა ახალი კანონი
მეწარმეთა საყურადღებოდ! ამოქმედდა ახალი კანონი
Sputnik საქართველო
2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სუბიექტებს სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად ორი წლის ვადა მიეცათ. 04.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-04T15:21+0400
2022-01-04T15:21+0400
2022-01-04T20:40+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24397/72/243977245_68:147:1173:768_1920x0_80_0_0_b58bed601c4aef8cbdebb5833a3ac802.jpg
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოში „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა დაფუძნების, რეგისტრაციის საკითხებსა და პროცედურებს მოაწესრიგებს.ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.ახალი კანონი 2022 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში.გარდა ამისა, შეიქმნა ერთიანი ელექტრონული პორტალი, სადაც განთავსდება რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილებები, სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია.სტანდარტული წესდებები ხელმისაწვდომია „მაცნეს“ ვებ-გვერდზე.სააგენტოს ცნობით, 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სუბიექტებს ორი წლის ვადა მიეცათ სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად.ამ ხნის განმავლობაში სუბიექტებს ექნებათ შესაძლებლობა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მათთვის სასურველ დროს მიმართონ და შესაბამისი ცვლილებები განახორციელონ.წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24397/72/243977245_116:0:1140:768_1920x0_80_0_0_bcac406e7abbf6a1f650996e09958cde.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
მეწარმეთა საყურადღებოდ! ამოქმედდა ახალი კანონი
15:21 04.01.2022 (განახლებულია: 20:40 04.01.2022) 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სუბიექტებს სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად ორი წლის ვადა მიეცათ.
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოში „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა დაფუძნების, რეგისტრაციის საკითხებსა და პროცედურებს მოაწესრიგებს.
ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ახალი კანონი 2022 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში.
გარდა ამისა, შეიქმნა ერთიანი ელექტრონული პორტალი, სადაც განთავსდება რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილებები, სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია.
„კანონიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის N791 ბრძანებით დამტკიცდა სამეწარმეო საზოგადოებების სტანდარტული წესდებები, რომელთა გამოყენება საწარმოს სურვილის შესაბამისად შეუძლია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სტანდარტული წესდებები ხელმისაწვდომია „მაცნეს“ ვებ-გვერდზე.
სააგენტოს ცნობით, 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სუბიექტებს ორი წლის ვადა მიეცათ სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
ამ ხნის განმავლობაში სუბიექტებს ექნებათ შესაძლებლობა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მათთვის სასურველ დროს მიმართონ და შესაბამისი ცვლილებები განახორციელონ.