https://sputnik-georgia.com/20220103/sapatriarqo-shobastan-dakavshirebit-informacias-avrcelebs-263352962.html
საპატრიარქო შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საპატრიარქო შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
Sputnik საქართველო
შარშან კორონავირუსის გამო ტრადიციული საშობაო ალილო არ გაიმართა, თუმცა სასულიერო პირებმა ქვეყნის დიდ ქალაქებს ავტოკოლონით შემოუარეს და მოსახლეობას დღესასწაული... 03.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-03T19:15+0400
2022-01-03T19:15+0400
2022-01-03T22:51+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23486/37/234863719_0:79:1499:922_1920x0_80_0_0_087e6fd44cae9e59d6c696e2ed07f75f.jpg
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. საქართველოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ტრადიციული საშობაო ალილო წელსაც განსხვავებულად ჩატარდება. 7 იანვარს ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობა, ტრადიციულად, შემოწირულობას აგროვებს, რომელიც შემდეგ ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს გადაეცემა.საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, შობის დღეს ტრადიციული მსვლელობა არ გაიმართება, მოქალაქეებს კი შესაწირის მიტანა შეუძლიათ როგორც სამების ტაძარში, ისე რესპუბლიკის მოედანზე.საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა 7 იანვარს ქრისტეშობას – ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ზეიმობს.საქართველოში „ალილოს“ ისტორია 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა – მოქალაქეები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებსა და შემოწირულობებს, რომლებიც შემდგომ დღეებში შეჭირვებულ ოჯახებზე, ობოლ ბავშვებსა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს შორის ნაწილდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23486/37/234863719_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_be9a3ea1cdc348a0992a0e9eadbcf6c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო
საპატრიარქო შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19:15 03.01.2022 (განახლებულია: 22:51 03.01.2022) შარშან კორონავირუსის გამო ტრადიციული საშობაო ალილო არ გაიმართა, თუმცა სასულიერო პირებმა ქვეყნის დიდ ქალაქებს ავტოკოლონით შემოუარეს და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს.
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. საქართველოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ტრადიციული საშობაო ალილო წელსაც განსხვავებულად ჩატარდება.
7 იანვარს ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობა, ტრადიციულად, შემოწირულობას აგროვებს, რომელიც შემდეგ ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს გადაეცემა.
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, შობის დღეს ტრადიციული მსვლელობა არ გაიმართება, მოქალაქეებს კი შესაწირის მიტანა შეუძლიათ როგორც სამების ტაძარში, ისე რესპუბლიკის მოედანზე.
„წელს ქრისტეშობის სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ ტრადიციულად შემოწირული საჩუქრები – ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი კვლავ შეგროვდება და მოთხოვნის შესაბამისად განაწილდება. მსურველებს ნობათის მოტანა შეუძლიათ 7 იანვარს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე რესპუბლიკის მოედანზე და ასევე ყოვლადწმინდა სამების ლავრაში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა 7 იანვარს ქრისტეშობას – ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ზეიმობს.
საქართველოში „ალილოს“ ისტორია 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა – მოქალაქეები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებსა და შემოწირულობებს, რომლებიც შემდგომ დღეებში შეჭირვებულ ოჯახებზე, ობოლ ბავშვებსა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს შორის ნაწილდება.