https://sputnik-georgia.com/20220103/ra-piroba-daargvia-prezidentma-saaxalwlo-sopelshi-263356575.html
რა პირობა დაარღვია პრეზიდენტმა „საახალწლო სოფელში“
რა პირობა დაარღვია პრეზიდენტმა „საახალწლო სოფელში“
Sputnik საქართველო
ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს სხვადასხვა... 03.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-03T21:40+0400
2022-01-03T21:40+0400
2022-01-04T18:53+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/02/263330881_0:217:3017:1914_1920x0_80_0_0_03ac654d5406cbc7069d70fc30dde4fe.jpg
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელში“ გაისეირნა.თბილისის ცენტრში რამდენიმე ადგილზე „საახალწლო სოფელი“ ოფიციალურად 24 დეკემბერს გაიხსნა და სტუმრებს 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს. „საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის განკუთვნილი და მასში ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები იმართება.სალომე ზურაბიშვილის გასეირნება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ობიექტივში მოხვდა.პრეზიდენტმა ამჯერად დაარღვია პირობა ჟურნალისტებისთვის ქუჩაში ინტერვიუზე უარის შესახებ და საზოგადოებას ახალი წელი მიულოცა.საახალწლო პროგრამა: სად შეგიძლიათ წახვიდეთ დღესასწაულებზე>>>„საახალწლო სოფელში“ დამონტაჟებულია მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები და ინსტალაციები. დღის საათებში საახალწლო სოფელში პატარებისთვის იმართება გიგანტური სანტას მსვლელობა, საბავშვო-გასართობი შოუები და კონცერტები. უფროსი ასაკის სტუმრებისთვის „საახალწლო სოფლებში“ იმართება ანსამბლების, ბენდებისა და ესტრადის მომღერლების კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები. მოწყობილია სინთეტიკური ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, საბავშვო ატრაქციონები, ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი.საახალწლო სოფელში ღონისძიებები 14 იანვრამდე გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/02/263330881_286:0:3017:2048_1920x0_80_0_0_a733b4b32b18d6c9c12628be898bf544.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი
რა პირობა დაარღვია პრეზიდენტმა „საახალწლო სოფელში“
21:40 03.01.2022 (განახლებულია: 18:53 04.01.2022) ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს სხვადასხვა ღონისძიებებს ჰპირდება.
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელში“ გაისეირნა.
თბილისის ცენტრში რამდენიმე ადგილზე „საახალწლო სოფელი“ ოფიციალურად 24 დეკემბერს გაიხსნა და სტუმრებს 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს. „საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის განკუთვნილი და მასში ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები იმართება.
სალომე ზურაბიშვილის გასეირნება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ობიექტივში მოხვდა.
პრეზიდენტმა ამჯერად დაარღვია პირობა ჟურნალისტებისთვის ქუჩაში ინტერვიუზე უარის შესახებ და საზოგადოებას ახალი წელი მიულოცა.
„დაე, ეს წელი ყველასთვის, თითოეული ოჯახისთვის ბედნიერი იყოს. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
„საახალწლო სოფელში“ დამონტაჟებულია მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები და ინსტალაციები. დღის საათებში საახალწლო სოფელში პატარებისთვის იმართება გიგანტური სანტას მსვლელობა, საბავშვო-გასართობი შოუები და კონცერტები. უფროსი ასაკის სტუმრებისთვის „საახალწლო სოფლებში“ იმართება ანსამბლების, ბენდებისა და ესტრადის მომღერლების კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები. მოწყობილია სინთეტიკური ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, საბავშვო ატრაქციონები, ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი.
საახალწლო სოფელში ღონისძიებები 14 იანვრამდე გაიმართება.