იაშვილის კლინიკაში მოთავსებული პიროტექნიკით დაშავებული სამი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

© photo: Sputnik / Stringerსაავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი წლის დღეებში არაერთი ინციდენტი მოხდა პიროტექნიკის გამოყენების გამო.
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენების გამო 27 ადამიანი დაშავდა.
ტრავმატოლოგ-ორთოპედის ბიძინა კანაშვილის განცხადებით, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს პიროტექნიკით დაშავებული ექვსი არასრულწლოვნის მშობელმა მიმართა. მოზარდებს დაზიანებები ძირითადად ზედა კიდურებზე აღენიშნებათ.
„ოთხ ბავშვთან ადგილზევე მოხდა მტევნის თითების ამპუტაცია დაზიანების მომენტში. ჩვენ გავაკეთეთ რეკონსტრუქცია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი აღდგენადი არ იყო“, – განაცხადა ექიმმა.
ტრავმატოლოგ-ორთოპედის ინფორმაციით, ერთ-ერთ ბავშვს კი ორივე ხელი ერთდროულად დაუზიანდა და ის ყველაზე მძიმე პაციენტად ითვლება.
ახალი წლის დღეებში პეტარდებითა და მაშხალებით თბილისში რვა, ხოლო რეგიონებში 19 ადამიანი დაშავდა.
ფოიერვერკი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2022
თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად სახლი დაიწვა - ფოტო
საახალწლოდ ე.წ. ასაფეთქებლების თემა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეული ხდება. უკვე წლებია, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად უბედური შემთხვევების რიცხვი იზრდება.
პიროტექნიკის უმეტესობას აქვს ასაკის შეზღუდვა და მათი გამოყენება 18 წლამდე პირთათვის აკრძალულია. ხარისხიანი პიროტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს ტრანსპორტირებისა და შენახვის გარკვეულ პირობებს.
ყველა ახალი ამბავი
0