https://sputnik-georgia.com/20220102/vitareba-saqartvelos-gzebze-sezrudvebis-areali-fartovdeba-263337159.html
ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების არეალი გაფართოვდა
ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების არეალი გაფართოვდა
Sputnik საქართველო
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო შეზღუდვები ამოქმედდა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე გზაზე
2022-01-02T17:17+0400
2022-01-02T17:17+0400
2022-01-02T17:17+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23423/46/234234639_0:8:1000:571_1920x0_80_0_0_19e739cebbb7c379e62678591cfdd66f.jpg
თბილისი, 2 იანვარი - Sputnik. ინტენსიურმა თოვამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა - შეზღუდვები შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რამდენიმე გზაზე მოქმედებს.დღეს დილიდან აიკრძალა მოძრაობა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე, ასევე საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 18-40-ე კმ მონაკვეთზე.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ახლა აიკრძალა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22-ე კმ მონაკვეთზე.დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23423/46/234234639_114:0:886:579_1920x0_80_0_0_2dcfdb07f1902b6f4d4998ed32ec61c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გზები შეზღუდვები
ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების არეალი გაფართოვდა
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო შეზღუდვები ამოქმედდა დასავლეთ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რამდენიმე გზაზე
თბილისი, 2 იანვარი - Sputnik. ინტენსიურმა თოვამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა - შეზღუდვები შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რამდენიმე გზაზე მოქმედებს.
დღეს დილიდან აიკრძალა მოძრაობა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე, ასევე საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 18-40-ე კმ მონაკვეთზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ახლა აიკრძალა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22-ე კმ მონაკვეთზე.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.