რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / Stringerგზის გაწმენდა
გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2022
გამოწერა
გუდაური-კობის მონაკვეთზე და ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა.
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. ინტენსიურმა თოვამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა - შეზღუდვები მოქმედებს როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის, ისე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რამდენიმე გზაზე.
დღეს დილიდან აიკრძალა მოძრაობა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე, ასევე საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 18-40-ე კმ მონაკვეთზე. მოგვიანებით მოძრაობა აიკრძალა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტისთვის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22-ე კმ მონაკვეთზეც.
თოვლისა და ლიპყინულის გამო დღეს საღამოს შეზღუდვა დაწესდა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე - აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტი პოლიციის ზედამხედველობით გაუჩერებლად იმოძრავებს და მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბებით.
ასევე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 86-106-ე კმ მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0