https://sputnik-georgia.com/20220102/qartveli-selebritebis-nazvisxeebis-top-10-263334740.html
ქართველი სელებრითების ნაძვისხეების ტოპ-10: ერთად შევაფასოთ ვარსკვლავების გემოვნება
ქართველი სელებრითების ნაძვისხეების ტოპ-10: ერთად შევაფასოთ ვარსკვლავების გემოვნება
Sputnik საქართველო
„Sputnik საქართველო“ ტრადიციულად სთავაზობს მკითხველს ქართველი ვარსკვლავების ნაძვისხეების მიმოხილვას.
2022-01-02T14:46+0400
2022-01-02T14:46+0400
2022-01-02T14:46+0400
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
ეს საინტერესოა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23867/09/238670960_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_13454534bcd65740312b47fa5e9dfe9b.jpg
ათასფრად აელვარებული ნაძვისხე ხომ სახლს კიდევ უფრო მყუდროსა და ლამაზს ხდის, თანაც, სადღესასწაულო ატმოსფეროს აძლიერებს.„Sputnik საქართველო“ ტრადიციულად სთავაზობს მკითხველს ქართველი ვარსკვლავების ნაძვისხეების მიმოხილვას. მოდით, ერთად შევაფასოთ ქართველი სელებრითების საახალწლო მორთულობა.ანუკი არეშიძესიას თბილისის მერის მეუღლის, წარმატებული დიზაინერისა და ვლოგერის, ანუკი არეშიძის ნაძვისხით ვიწყებთ.ანუკის, როგორც ფოტოზე ჩანს, უყვარს ვინტაჟური ნივთები, რომლებსაც სიძველის სურნელი აქვთ. ამიტომ ხე მინიმალურად არის მორთული სათამაშოებით, რომლებიც თითქოს წარსულიდან გადმოვიდნენ ნაძვისხეზე.ანი ჯავახიმოცეკვავემ ანი ჯავახიმ აშკარად არ დაინანა ფერადი გირლანდები — მის ბინაში ყველაფერი ყვითელ-ლურჯ ფერებშია განათებული.მისი ნაძვისხე ჭერს სწვდება და თან დათოვლილის ეფექტი აქვს. მორთულია ბურთებით, დეკორატიული ყვავილებითა და გირჩებით. ეს ნამდვილად სადღესასწაულო განწყობაა!თამო ვაშალომიძემოდელი თამო ვაშალომიძე ინტერიერში თეთრ და ცივ ფერებს ანიჭებს უპირატესობას.მისი ნაძვისხე, გასული წლის მსგავსად, წელსაც თოვლივით თეთრია. სიქათქათის ეფექტს თეთრი დავერცხლისფერი სათამაშოები და გირლანდიქმნის — ცივი შუქითა და ბრწყინვალებით. ოღონდ ეს ძლიან სასიამოვნო „სიცივეა“.ნუცა ბუზალაძესითეთრის კიდევერთი მოყვარულიაღმოჩნდა მომღერალი ნუცა ბუზალაძე.მისი ნაძვისხე თეთრად კაშკაშებს და შეუძლებელია, ყურადღება არ მიიქციოს.რუსა ჩაჩუამოდელმა რუსა ჩაჩუამ ნაძვისხესთან შვილებთან ერთად გადაღებული ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა.მაძღარი მწვანე ფერის ნაძვისხეს გამჭვირვალე სათამაშოები და თეთრი ბურთები ამშვენებს. ხის ძირას კი ნაჭრის სათამაშოები ალაგია, რაც სიმყუდროვის შეგრძნებას აორმაგებს.გიორგი გასვიანიტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა, რომელიც შარშან პირველად გახდა მამა, თავისი ულამაზესი ნაძვისხის მთელი სერია გამოაქვეყნა.ხე გირლანდით არის განათებული, თანაც ისე კაშკაშებს, რომ სათამაშოების დანახვა ცოტა რთულიც კია.ეკა მამალაძემომღერალ ეკა მამალაძის ნაძვისხის ფოტოს დანახვისას შეიძლება იფიქროთ, რომ ნამდვილ ზღაპარში ხართ.ბინის ინტერიერი და ხე ერთმანეთს საოცრად ერწყმის. ხოლო უჩვეულო სათამაშოები ხიბლსა და ჯადოსნურ ატმოსფეროს მატებს იქაურობას.ევა ბარბაქაძექართველი ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა, ევა ბარბაქაძემ, თავისი ნაძვისხის ვიდეო გაავრცელა.მის ნაძვისხესაც თოვლის ეფექტი აქვს. საინტერესოა, რომ ხე ძალიან რეალისტურად გამოიყურება, რადგან სათამაშოებით არ არის მორთული. მასზე მხოლოდ გირჩებია.ლელა წურწუმიამომღერალმა ლელა წურწუმიამ თავისი ნაძვისხე უამრავი სათამაშოთი მორთო: ბურთებით, ყვავილებითა და პატარა ფოტოებით.ვიდეოზე ლელა თავის პატარა ლეკვს ეთამაშება. მათ უკან კი ნაძვისხე ჩანს - ეს სასიამოვნო „ქაოსი“ ფრიად ჰარმონიულად გამოიყურება.თაკო საზინაქართველმა ბიუთი-ბლოგერმა თაკო საზინამ თავისი მინიმალისტურად მორთული ნაძვისხის ფოტო გამოაქვეყნა.მან გადაწყვიტა, რომ ნაძვი სათამაშოებით არ გადაეტვირთა და მხოლოდ ოქროსფერ-ბორდოსფერებში მორთო. თაკოს ნაძვისხე პატარა ხის სახლებით და ფიჭვის გირჩებიც ამშვენებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23867/09/238670960_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_ea35a02ffa95dbc69c5cde1da740645e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნაძვისხე სელებრითები
ქართველი სელებრითების ნაძვისხეების ტოპ-10: ერთად შევაფასოთ ვარსკვლავების გემოვნება
ახალი წელი ბევრს სწორედ ამ ნანატრი მომენტისთვის — ნაძვის ხეების მორთვა-გაპრანჭვისთვის უყვარს.
ათასფრად აელვარებული ნაძვისხე ხომ სახლს კიდევ უფრო მყუდროსა და ლამაზს ხდის, თანაც, სადღესასწაულო ატმოსფეროს აძლიერებს.
„Sputnik საქართველო“ ტრადიციულად სთავაზობს მკითხველს ქართველი ვარსკვლავების ნაძვისხეების მიმოხილვას. მოდით, ერთად შევაფასოთ ქართველი სელებრითების საახალწლო მორთულობა.
სიას თბილისის მერის მეუღლის, წარმატებული დიზაინერისა და ვლოგერის, ანუკი არეშიძის ნაძვისხით ვიწყებთ.
ანუკის, როგორც ფოტოზე ჩანს, უყვარს ვინტაჟური ნივთები, რომლებსაც სიძველის სურნელი აქვთ. ამიტომ ხე მინიმალურად არის მორთული სათამაშოებით, რომლებიც თითქოს წარსულიდან გადმოვიდნენ ნაძვისხეზე.
მოცეკვავემ ანი ჯავახიმ აშკარად არ დაინანა ფერადი გირლანდები — მის ბინაში ყველაფერი ყვითელ-ლურჯ ფერებშია განათებული.
მისი ნაძვისხე ჭერს სწვდება და თან დათოვლილის ეფექტი აქვს. მორთულია ბურთებით, დეკორატიული ყვავილებითა და გირჩებით. ეს ნამდვილად სადღესასწაულო განწყობაა!
მოდელი თამო ვაშალომიძე ინტერიერში თეთრ და ცივ ფერებს ანიჭებს უპირატესობას.
მისი ნაძვისხე, გასული წლის მსგავსად, წელსაც თოვლივით თეთრია. სიქათქათის ეფექტს თეთრი დავერცხლისფერი სათამაშოები და გირლანდიქმნის — ცივი შუქითა და ბრწყინვალებით. ოღონდ ეს ძლიან სასიამოვნო „სიცივეა“.
სითეთრის კიდევერთი მოყვარულიაღმოჩნდა მომღერალი ნუცა ბუზალაძე.
მისი ნაძვისხე თეთრად კაშკაშებს და შეუძლებელია, ყურადღება არ მიიქციოს.
მოდელმა რუსა ჩაჩუამ ნაძვისხესთან შვილებთან ერთად გადაღებული ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა.
მაძღარი მწვანე ფერის ნაძვისხეს გამჭვირვალე სათამაშოები და თეთრი ბურთები ამშვენებს. ხის ძირას კი ნაჭრის სათამაშოები ალაგია, რაც სიმყუდროვის შეგრძნებას აორმაგებს.
ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა, რომელიც შარშან პირველად გახდა მამა, თავისი ულამაზესი ნაძვისხის მთელი სერია გამოაქვეყნა.
ხე გირლანდით არის განათებული, თანაც ისე კაშკაშებს, რომ სათამაშოების დანახვა ცოტა რთულიც კია.
მომღერალ ეკა მამალაძის ნაძვისხის ფოტოს დანახვისას შეიძლება იფიქროთ, რომ ნამდვილ ზღაპარში ხართ.
ბინის ინტერიერი და ხე ერთმანეთს საოცრად ერწყმის. ხოლო უჩვეულო სათამაშოები ხიბლსა და ჯადოსნურ ატმოსფეროს მატებს იქაურობას.
ქართველი ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა, ევა ბარბაქაძემ, თავისი ნაძვისხის ვიდეო გაავრცელა.
მის ნაძვისხესაც თოვლის ეფექტი აქვს. საინტერესოა, რომ ხე ძალიან რეალისტურად გამოიყურება, რადგან სათამაშოებით არ არის მორთული. მასზე მხოლოდ გირჩებია.
მომღერალმა ლელა წურწუმიამ თავისი ნაძვისხე უამრავი სათამაშოთი მორთო: ბურთებით, ყვავილებითა და პატარა ფოტოებით.
ვიდეოზე ლელა თავის პატარა ლეკვს ეთამაშება. მათ უკან კი ნაძვისხე ჩანს - ეს სასიამოვნო „ქაოსი“ ფრიად ჰარმონიულად გამოიყურება.
ქართველმა ბიუთი-ბლოგერმა თაკო საზინამ თავისი მინიმალისტურად მორთული ნაძვისხის ფოტო გამოაქვეყნა.
მან გადაწყვიტა, რომ ნაძვი სათამაშოებით არ გადაეტვირთა და მხოლოდ ოქროსფერ-ბორდოსფერებში მორთო. თაკოს ნაძვისხე პატარა ხის სახლებით და ფიჭვის გირჩებიც ამშვენებს.