მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

LPR: უკრაინის სამხედრო ძალები დონბასში დაკავებულ სკოლასთან შეიარაღების მობილიზებას ახდენენ

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშისიტუაცია დონბასში
სიტუაცია დონბასში - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2022
გამოწერა
უწყების წარმომადგენლის მონაცემებით, შენობასთან ფიქსირდება უამრავი მანქანა შეიარაღებული ადამიანებით, საარტილერიო სადაზვერვო აპარატურითა და რადიოსადგურებით.
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. უკრაინის არმია დონბასის შეხების ხაზთან, სოფელ ვალუისკოეს სკოლაში საცეცხლე პოზიციების აღჭურვას ახორციელებს, განაცხადა ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ივან ფილიპონენკომ.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში ამ დასახლებული პუნქტის სოფლის სკოლაში, რომელიც 27 დეკემბერს უკრაინელმა ნაციონალისტმა ბოევიკებმა დაიკავეს, გაგრძელდა ნაციონალისტების ტაქტიკური ნაწილის შტაბის განთავსება და საკლასო ოთახებში საცეცხლე პოზიციების აღჭურვილობის განლაგება“, - განაცხადა მან.
უწყების წარმომადგენლის მონაცემებით, შენობასთან ფიქსირდება უამრავი მანქანა შეიარაღებული ადამიანებით, საარტილერიო სადაზვერვო აპარატურითა და რადიოსადგურებით.
„კიევის მიერ სოფელ ვალუისკოეს საშუალო სკოლის შენობის გამოყენება საბრძოლო ქვედანაყოფის შტაბის და უკრაინული არტილერიის ცეცხლის საველე მართვის პუნქტის განსათავსებლად არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა და უხეში დარღვევა“, - დაასკვნა ფილიპონენკომ.
დონბასში 2020 წლის ზაფხულიდან ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად დამატებითი ზომები მოქმედებს. ისინი მოიცავს საბრძოლო მოქმედებების, დასახლებულ პუნქტებში და მათ მახლობლად შეიარაღების განთავსების, შეტევითი და სადაზვერვო-დივერსიული მოქმედებების სრულ აკრძალვას. ასევე შეხების ხაზთან აკრძალულია პოზიციების აღჭურვა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება.
ყველა ახალი ამბავი
0