https://sputnik-georgia.com/20220102/janmo-pandemiis-dasrulebas-prognozirebs-263332602.html
ჯანმო იმედიან პროგნოზს აქვეყნებს: გებრეიესუსის საახალწლო მიმართვა
ჯანმო იმედიან პროგნოზს აქვეყნებს: გებრეიესუსის საახალწლო მიმართვა
Sputnik საქართველო
ჯანმოს გენდირექტორმა პანდემიის დიდხანს გაგრძელების მიზეზი დაასახელა
2022-01-02T12:06+0400
2022-01-02T12:06+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
covid-19
ჯანმო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/10/250907177_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_d0bc2d7ab28293c8b87ba4f0daec915d.jpg
თბილისი, 2 იანვარი - Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, პანდემია მიმდინარე წელს დამთავრდება, თუ მსოფლიოს ქვეყნები ერთად შეებრძოლებიან ინფექციის გავრცელებას, ნათქვამია ჯანმოს გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის საახალწლო მიმართვაში.გებრეიესუსმა მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, უარი თქვან „ვიწრო ნაციონალიზმზე“ და ვაქცინების დაგროვებაზე, რაც, მისი აზრით, ხელს უშლის პანდემიასთან ბრძოლას.მისი თქმით, სწორედ ვაქცინების უსამართლო განაწილების შეწყვეტაა ის ფაქტორი, რომელიც პანდემიას დაამარცხებს.პანდემიის დაწყების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 287 მლნ-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 5,5 მლნ ადამიანი გარდაიცვალა.წყარო: BBC
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/10/250907177_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_6808722c7578dcc211d1bf684462fe2b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პანდემია კორონავირუსი covid-19 ჯანმო გებრეიესუსი
პანდემია კორონავირუსი covid-19 ჯანმო გებრეიესუსი
ჯანმო იმედიან პროგნოზს აქვეყნებს: გებრეიესუსის საახალწლო მიმართვა
12:06 02.01.2022 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) თბილისი, 2 იანვარი - Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, პანდემია მიმდინარე წელს დამთავრდება, თუ მსოფლიოს ქვეყნები ერთად შეებრძოლებიან ინფექციის გავრცელებას, ნათქვამია ჯანმოს გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის საახალწლო მიმართვაში.
გებრეიესუსმა მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, უარი თქვან „ვიწრო ნაციონალიზმზე“ და ვაქცინების დაგროვებაზე, რაც, მისი აზრით, ხელს უშლის პანდემიასთან ბრძოლას.
„ვიწრო ნაციონალიზმმა და ზოგიერთი ქვეყნის მიერ ვაქცინების დაგროვებამ ძირი გამოუთხარა სამართლიანობას და შექმნა იდეალური პირობები „ომიკრონის“ გაჩენისთვის. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება უთანასწორობა, მით უფრო მაღალია ვირუსის ევოლუციის რისკი, რომლის პრევენცია ან პროგნოზირება შეუძლებელია“, — აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, სწორედ ვაქცინების უსამართლო განაწილების შეწყვეტაა ის ფაქტორი, რომელიც პანდემიას დაამარცხებს.
პანდემიის დაწყების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 287 მლნ-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 5,5 მლნ ადამიანი გარდაიცვალა.