https://sputnik-georgia.com/20220102/izulebit-gadaadgilebul-pirta-sacxovreblit-uzrunvelyofa-263334584.html
გაგრძელდება თუ არა იძულებით გადაადგილებულების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა
გაგრძელდება თუ არა იძულებით გადაადგილებულების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა
Sputnik საქართველო
სახელმწიფო ეტაპობრივად უზრონველყოფს ბინებით ოჯახებს, თუმცა მათ რიგში დგომა მაინც წლობით უხდებათ 02.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-02T14:18+0400
2022-01-02T14:18+0400
2022-01-02T14:18+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/04/259315337_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_789012b51c11028bcb16cba753cf4378.jpg
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. 2022 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 114,2 მილიონი ლარია გამოყოფილი იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად.დღეის მდგომარეობით, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი საქართველოში 286,8 ათასზე მეტ ადამიანს აქვს. ეს 90,6 ათასი ოჯახია. თბილისში სულ 37,8 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს. სახეlმწიფო ეტაპობრივად აძლევს ბინებს ოჯახებს, მაგრამ მათ მაინც წლობით უწევთ რიგში დგომა.იძლებით გადაადგილებულებმა ბინის ან სახლის მისაღებად სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ. შემდეგ ამ განაცხადის საფუძველზე სააგენტო მათ 0-10 ქულამდე მიანიჭებს - მატერიალური მდგომარეობიდან და ახალი საცხოვრებლის აუცილებლობიდან გამომდინარე. რის შემდეგაც კომისია ადგილზე პირადად სწავლობს თითოეული იძულებით გადაადგილებულის საკითხს.ის ბინები, რომლებსაც ახალაშენებულ სახლებში იძენს სახელმწიფო და უკვე გარემონტებულს გადასცემს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არ არის.სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი სახლების მთელ კვარტლებს რეგიონებში, სახსრებს გამოუყოფს იძლებით გადაადგილებულებს სოფლებში სახლის შესაძენად, საკუთრებაში გადასცემს მუნიციპალიტეტის იმ ფართს, სადაც ისინი ცხოვრობენ და უხდის მათ ბინის ქირას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/04/259315337_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_98f5810626e0b3d0944958c13be4b125.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
გაგრძელდება თუ არა იძულებით გადაადგილებულების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა
სახელმწიფო ეტაპობრივად უზრონველყოფს ბინებით ოჯახებს, თუმცა მათ რიგში დგომა მაინც წლობით უხდებათ
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. 2022 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 114,2 მილიონი ლარია გამოყოფილი იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად.
დღეის მდგომარეობით, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი საქართველოში 286,8 ათასზე მეტ ადამიანს აქვს. ეს 90,6 ათასი ოჯახია. თბილისში სულ 37,8 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს. სახეlმწიფო ეტაპობრივად აძლევს ბინებს ოჯახებს, მაგრამ მათ მაინც წლობით უწევთ რიგში დგომა.
იძლებით გადაადგილებულებმა ბინის ან სახლის მისაღებად სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ. შემდეგ ამ განაცხადის საფუძველზე სააგენტო მათ 0-10 ქულამდე მიანიჭებს - მატერიალური მდგომარეობიდან და ახალი საცხოვრებლის აუცილებლობიდან გამომდინარე. რის შემდეგაც კომისია ადგილზე პირადად სწავლობს თითოეული იძულებით გადაადგილებულის საკითხს.
ის ბინები, რომლებსაც ახალაშენებულ სახლებში იძენს სახელმწიფო და უკვე გარემონტებულს გადასცემს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არ არის.
სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი სახლების მთელ კვარტლებს რეგიონებში, სახსრებს გამოუყოფს იძლებით გადაადგილებულებს სოფლებში სახლის შესაძენად, საკუთრებაში გადასცემს მუნიციპალიტეტის იმ ფართს, სადაც ისინი ცხოვრობენ და უხდის მათ ბინის ქირას.