ფოტოები – ულამაზესი ნაძვის ხეების ტოპ–ათეული საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავარი ნაძვის ხე
საქართველოს მთავარი ნაძვის ხე - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2022
გამოწერა
Sputnik–საქართველო ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის ულამაზესი ნაძვის ხეების ფოტოებს გთავაზობს
საახალწლოდ მორთული ნაძვის ხეები ალამაზებენ ქალაქსაც და ამაღლებენ განწყობასაც.
თბილისი
თბილისის ნაძვის ხემ თავიდან დიდი კამათი გამოიწვია, მაგრამ უკვე მეორე წლია, ახარებს თბილისელებს თავისი სილამაზით. თან მას ყოველ წელს ემატება ახალ–ახალი მორთულობა და ეს განსაკუთრებულ შარმს სძენს.
© photo: Sputnik / Stringerთბილისის ნაძვის ხის ანთების ცერემონია
Церемония зажжения огней на главной новогодней елке Грузии на проспекте Руставели - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2022
თბილისის ნაძვის ხის ანთების ცერემონია
ქუთაისი
ქუთაისის ნაძვის ხემ ბევრის გული დაიპყრო. მას საუკეთესოს უწოდებენ საქართველოს რეგიონების ნაძვის ხეებს შორის. ის მორთულია უამრავი სათამაშოთი, გირლანდებით და ფიგურებით.
რუსთავი
რუსთაველებსაც მოსწონთ თავიანთი ნაძვის ხე. ამაზე მეტყველებს ის, რომ ქალაქის ოფიციალურ გვერდზე მას ათასზე მეტი მოწონება აქვს. ის მრავალფეროვანი სათამაშოებით, ბაფთებითა და თოვლის ფიფქებით არის მორთული.
ფოთი
არანაკლებ ლამაზია ფოთის ნაძვის ხე, რომლის ანთების პროცესი გრანდიოზული იყო – გაუშვეს ფოიერვერკები. ორიგინალურია მასზე განთავსებული შტურვალები – ფოთი ხომ საპორტო ქალაქია.
გორი
გორის ნაძვის ხემ განსაკუთრებული აღფრთოვანება სოციალურ ქსელში არ გამოიწვია. ის მორთულია დიდი ანგელოზებით, ვარსკვლავებითა და მცირე რაოდენობის გირლანდებით. გასული წლების მასშტაბები არაა, მაგრამ თავისი ხიბლი მაინც აქვს.
წალენჯიხა
როგორც ჩანს, წალენჯიხაში წითელი ფერი განსაკუთრებულად უყვართ. ნაძვის ხე მართლაც ლამაზი და ელეგანტური გამოვიდა.
ქედა
ქედაში უჩვეულო სადღესასწაულო ნაძვის ხე დგას. ესაა რკინის კონსტრუქცია ნაძვის ხის ფორმით, რომელიც მორთულია სათამაშოებით და განათებულია გირლანდებით.
ოზურგეთი
ოზურგეთის ნაძვის ხე განსაკუთრებით ლამაზია საღამოს საათებში. განსაკუთრებით ეფექტურია ნაძვის ხეზე ვარსკვლავების დაცემის იმიტაცია.
ზუგდიდი
ზუგდიდის ნაძვის ხე ლამაზადაა განათებული ოქროსფერი „ცეცხლით“, თეთრი ფიფქებითა და სხვადასხვა ორნამენტით.
ბათუმი
ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე ზეიმისა და ფოიერვერკებით ფონზე აანთეს. მაგრამ თავად ნაძვის ხემ კამათი გამოიწვია. ზოგიერთს არ მოეწონა დიდი ოქროსფერი, წითელი და ვერცხლისფერი ბურთები. სამაგიეროდ, ბათუმის ნაძვის ხე ყველაზე ორიგინალურად მორთული აღმოჩნდა.
ყველა ახალი ამბავი
0