https://sputnik-georgia.com/20220101/sapensio-fondis-mogeba-erti-wlis-monacemebi-263326281.html
რა მოგება ნახა საპენსიო ფონდმა – ერთი წლის მონაცემები
რა მოგება ნახა საპენსიო ფონდმა – ერთი წლის მონაცემები
Sputnik საქართველო
საინვესტიციო საქმიანობის დაწყების დღიდან საპენსიო ფონდის ჯამურმა მომგებიანობამ 31.2% შეადგინა.
2022-01-01T19:44+0400
2022-01-01T19:44+0400
2022-01-01T19:44+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23024/46/230244671_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_7a214ba49ba0673262cf1e371ecf0032.jpg
თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. საპენსიო სააგენტო 2021 წლის სტატისტიკას აქვეყნებს.სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში დარიცხული სარგებელი 264 მლნ ლარს აღემატება, ხოლო მთლიანი საპენსიო აქტივის ღირებულებამ 1,9 მლრდ ლარი შეადგინა.საინვესტიციო საქმიანობის დაწყების დღიდან (2019 წლის1 იანვარი) საპენსიო ფონდის ჯამურმა მომგებიანობამ 31.2% შეადგინა, რაც ამავე პერიოდისინფლაციას 6.7%-ით აღემატება.2021 წელს სისტემაში ჩაერთო 129 ათასზე მეტი მონაწილე და11 ათასზე მეტი ორგანიზაცია, რაც 2020 წელთან შედარებით 7%-ით მეტია.სააგენტოს ცნობით, გასულ წელს სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთო 700-ზე მეტი დასაქმებული.დაგროვებითი პენსიით 2021 წელს 741 ადამიანმა ისარგებლა და სააგენტოს მიერ ჯამურად გაცემულმა პენსიამ 1,5 მლნ ლარი შეადგინა.დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, ის სავალდებულო ხასიათისაა.შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.ფულის დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის საპენსიო აქტივები მთლიანად ლარშია ინვესტირებული.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა.
https://sputnik-georgia.com/20211215/ra-bedi-eceva-sapensio-danazogs-262876010.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23024/46/230244671_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_1635991ea56d210e3fd8f08197b9ee0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საპენსიო ფონდი მონაცემები პენსია
საპენსიო ფონდი მონაცემები პენსია
რა მოგება ნახა საპენსიო ფონდმა – ერთი წლის მონაცემები
სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა მუდმივად მზარდია და სქემას თვეში საშუალოდ 11 ათასზე მეტი ადამიანი ემატება.
თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. საპენსიო სააგენტო 2021 წლის სტატისტიკას აქვეყნებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში დარიცხული სარგებელი 264 მლნ ლარს აღემატება, ხოლო მთლიანი საპენსიო აქტივის ღირებულებამ 1,9 მლრდ ლარი შეადგინა.
საინვესტიციო საქმიანობის დაწყების დღიდან (2019 წლის1 იანვარი) საპენსიო ფონდის ჯამურმა მომგებიანობამ 31.2% შეადგინა, რაც ამავე პერიოდისინფლაციას 6.7%-ით აღემატება.
2021 წელს სისტემაში ჩაერთო 129 ათასზე მეტი მონაწილე და11 ათასზე მეტი ორგანიზაცია, რაც 2020 წელთან შედარებით 7%-ით მეტია.სააგენტოს ცნობით, გასულ წელს სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთო 700-ზე მეტი დასაქმებული.
დაგროვებითი პენსიით 2021 წელს 741 ადამიანმა ისარგებლა და სააგენტოს მიერ ჯამურად გაცემულმა პენსიამ 1,5 მლნ ლარი შეადგინა.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, ის სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ფულის დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის საპენსიო აქტივები მთლიანად ლარშია ინვესტირებული.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა.