https://sputnik-georgia.com/20220101/saakasvilis-txovnit-mosimsileebma-gadawyvetileba-secvales-263324363.html
ექს-პრეზიდენტის თხოვნით მოშიმშილეებმა გადაწყვეტილება შეცვალეს
ექს-პრეზიდენტის თხოვნით მოშიმშილეებმა გადაწყვეტილება შეცვალეს
Sputnik საქართველო
რატომ გადაწყვიტეს შიმშილობის შეწყვეტა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და ექს–პრეზიდენტის მომხრეებმა
2022-01-01T14:51+0400
2022-01-01T14:51+0400
2022-01-01T14:51+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058881_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_93f6fa3022ab71b52d096a2caddeecf6.jpg
თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მის მხარდამჭერებს, რომლებიც ოპოზიციური პარტიის ოფისში 21 დეკემბრიდან შიმშილობენ ადვოკატის მეშვეობით მიმართა.„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის თხოვნით შიმშილობა შეწყვიტეს. მოშიმშილეებს მიხეილ სააკაშვილის გზავნილი მისმა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ გააცნო. ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი თავად განაგრძობს შიმშილობას, თუკი ისინი არ შეწყვეტენ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას.აღნიშნულთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის დაწყება ფატალურ შედეგს გამოიღებს, რაც დაუშვებელია.21 დეკემბერს, სააკაშვილის დაბადების დღეზე გამართულ საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივ შიმშილობას იწყებენ.მანამდე ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ლიდერებს შიმშილობის დაწყება თავად სააკაშვილმა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. აღნიშნული ინფორმაცია „ნაცმოძრაობაში“ უარყვეს.ამ დროისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. ციხეში ექს–პრეზიდენტი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ დააბრუნეს. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მისი მომხრეები პერმანენტულ აქციებს მართავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058881_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_d637d13e4a916b65d421cd7eadd53a4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სააკაშვილი შიმშილობა ნაცმოძრაობა
სააკაშვილი შიმშილობა ნაცმოძრაობა
ექს-პრეზიდენტის თხოვნით მოშიმშილეებმა გადაწყვეტილება შეცვალეს
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გადაწყვეტილება საქართველოს ექს-პრეზიდენტის თხოვნით მიიღეს. გზავნილი მოშიმშილეებს სააკაშვილის ადვოკატმა გააცნო.
თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მის მხარდამჭერებს, რომლებიც ოპოზიციური პარტიის ოფისში 21 დეკემბრიდან შიმშილობენ ადვოკატის მეშვეობით მიმართა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის თხოვნით შიმშილობა შეწყვიტეს. მოშიმშილეებს მიხეილ სააკაშვილის გზავნილი მისმა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ გააცნო.
ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი თავად განაგრძობს შიმშილობას, თუკი ისინი არ შეწყვეტენ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის დაწყება ფატალურ შედეგს გამოიღებს, რაც დაუშვებელია.
„თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, ვიდრე ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
21 დეკემბერს, სააკაშვილის დაბადების დღეზე გამართულ საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივ შიმშილობას იწყებენ.
მანამდე ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ლიდერებს შიმშილობის დაწყება თავად სააკაშვილმა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. აღნიშნული ინფორმაცია „ნაცმოძრაობაში“ უარყვეს.
ამ დროისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.
ციხეში ექს–პრეზიდენტი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ დააბრუნეს. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მისი მომხრეები პერმანენტულ აქციებს მართავენ.