როგორ ვუშველოთ თავს ნაბახუსევზე

CC BY 2.0 / D. Sinclair Terrasidius / D. Sinclair Terrasidius Follow After drunken night at Chrisთავის ტკივილი ნაბახუსევზე
თავის ტკივილი ნაბახუსევზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2022
გამოწერა
ნაბახუსევი - ეს ორგანიზმის თავისებური თავდაცვითი რეაქციაა. ამ დროს თქვენს ორგანიზმს, პირველ რიგში, სითხე არ ჰყოფნის. როდესაც ადამიანი ალკოჰოლს სვამს, ამ დროს ოთხჯერ მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე იღებს. ეს დეჰიდრატაციას - გაუწყლოვანებას იწვევს.
ვინც სასმელს ეტანება, შესაბამისად, გამოუცდია შეგრძნებები ნაბახუსევზე: თავის ტკივილი, პირღებინება, პირის სიმშრალე და უსიამოვნო გემო, წყურვილი, უღონობა, გაღიზიანება და ცუდი განწყობა, ხშირად გულის გამალებული მუშაობა და „ჩავარდნები“ — რითმის დარღვევა, ვეგეტატიური აშლილობა, შემცივნება და სხვა.
ნაბახუსევის მიზეზი ისაა, რომ ღვიძლი დიდი რაოდენობით მიღებული ეთილის სპირტის ორგანიზმისთვის უსაფრთხო ნახშირმჟავის აირად გადამუშავებას ვერ ასწრებს, ამიტომ სისხლში რჩება ამ რეაქციის შუალედური ნივთიერება — აცეტალდეჰიდი (ძმარალდეჰიდი).
CC0 / Pixabay / წვენი
წვენი  - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2022
წვენი
აცეტალდეჰიდი უფრო ტოქსიკური ნივთიერებაა, ვიდრე სპირტი და სწორედ მას უკავშირდება ნაბახუსევზე ადამიანის ცუდი მდგომარეობა. ნაბახუსევი — ეს ორგანიზმის თავისებური თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც ტკივილის სიმპტომებით მოწამვლის შესახებ სიგნალებს აგზავნის.
ნაბახუსევის სინდრომი ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა სახის ჰიპერემია (სისხლის მიწოლა), თვალების ჩაწითლება, პულსის გახშირება, მაღალი არტერიული წნევა, ოფლიანობა, ტკივილი გულის არეში, სხეულის კანკალი, სისუსტე და სხვა. ზოგიერთს ეწყება მუცლის ტკივილი, ეკარგება მადა, აქვს გულის რევის შეგრძნება, პირღებინება, კუჭის აშლა.
ნაბახუსევზე თქვენს ორგანიზმს, პირველ რიგში, სითხე არ ჰყოფნის. ალკოჰოლის სისხლში გადასვლისთანავე, ტვინი წყვეტს ჰორმონ ვაზოპრესინის გამომუშავებას. ეს ჰორმონი ორგანიზმის მიერ სითხის შენარჩუნებასა და მის მოხმარებას უწყობს ხელს. როდესაც ადამიანი ალკოჰოლს სვამს, ამ დროს ოთხჯერ მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე იღებს. ეს დეჰიდრატაციას — გაუწყლოვანებას იწვევს.
სადღესასწაულო სუფრა - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2021
ექიმის რჩევები საახალწლო სუფრასთან დაკავშირებით: დაიცავით ზომიერება
ამიტომ ნაბახუსევზე ორგანიზმი სითხით უნდა შეავსოთ. სასურველია, მიიღოთ ცხელი კერძები: ხაში, მჟაუნისა და მაწვნის სუპი.
შეგიძლიათ მიიღოთ გაზგასული მინერალური წყალი, ნებისმიერი ციტრუსის წვენი, კარგია კიტრის ან კომბოსტოს მწნილის წვენი, მაწონი.
ასევე წაადგება ორგანიზმს ხილის (განსაკუთრებით ვაშლისა და ბროწეულის) წვენის მიღება, რადგან გლუკოზა, საქაროზა და ფრუქტოზა ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას ეხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თაფლიანი ჩაი (ჩაი მაგარი არ უნდა იყოს).
ნაბახუსევზე ეცადეთ, სიწყნარეში დაისვენოთ და კარგად გამოიძინოთ.
გთავაზობთ ერთ ძალიან კარგ საშუალებას „პახმელიაზე“ გამოსასვლელად: გათქვიფეთ ერთი კვერცხი, შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი ძმარი, დაამატეთ მარილი და წიწაკა. დალიეთ ერთი ამოსუნთქვით.
ასევე, ერთ ჭიქა წყალში გახსენით 20 წვეთი პიტნის ნაყენი და მიიღეთ.
CC BY 2.0 / FL/ Ben Mason / Pickle collectionმწნილეულის წვენი მისწრებაა ნაბახუსევზე
მწნილეულის წვენი მისწრებაა ნაბახუსევზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2022
მწნილეულის წვენი მისწრებაა ნაბახუსევზე
თუ გულის რევის შეგრძნება გაქვთ, შესაძლებელია პირღებინებაც გამოიწვიოთ, რაც თქვენს მდგომარეობას ნამდვილად შეამსუბუქებს.
ნაბახუსევზე მოერიდეთ ყავასა და მაგარ ჩაის, რადგან ისინი გულის პულსაციას აჩქარებს და ამან, შესაძლოა, გულის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს და არასასურველი შედეგი გამოიწვიოს.
ნაბახუსევზე აუცილებლად მოერიდეთცხელ აბაზანას, საუნას, რადგან ამან, შესაძლოა, თავბრუსხვევა და გულის წასვლაც კი გამოიწვიოს.
გახსოვდეთ: ნაბახუსევზე არდალიოთ არანაირი სპირტიანი სასმელი. ის თითქოსდა შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას, მაგრამ სინამდვილეში, კიდევ უფრო ართულებს „პახმელიის“ შედეგებს.
ყველა ახალი ამბავი
0