https://sputnik-georgia.com/20220101/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-1-ianvari-263303145.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 იანვარი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 იანვარი
Sputnik საქართველო
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ცალკეული ნიშნებისთვის – რას გვირჩევენ ასტროლოგები
2022-01-01T00:15+0400
2022-01-01T00:15+0400
2022-01-01T00:15+0400
ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1c/263218424_0:79:2759:1631_1920x0_80_0_0_21f963b1ac6296c43b534babcff1e8cd.jpg
დღეს 2022 წლის 1 იანვარია, შაბათი. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.ვარსკვლავები ისეთ განწყობას შეგვიქმნიან, რომ მზად ვართ, მკვეთრი და მტკიცე ნაბიჯები უკანმოუხედავად გადავდგათ. თუ ამ მისწრაფებას ავყვებით, სარისკო მომენტები შეიძლება შეგვექმნას. რა თქმა უნდა, დღევანდელი სიმტკიცე ბევრ საკითხში დაგვეხმარება, მაგრამ უნდა დაივიწყოთ პრეტენზიები გარშემომყოფების მიმართ და დაუდევარი მოქმედებები. ყველანაირად არახელსაყრელი დღეა თემების განხილვის, მომავლის დაგეგმვისთვის – მოსალოდნელია გაუგებრობები, კამათი. სჯობს დამოუკიდებლად მოქმედება, სადაც არავისთან შეთანხმება არაა საჭირო.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 დეკემბერი>>ვერძი: თქვენში სამართლიანობის გრძნობა გაიღვიძებს. მზად ხართ საკუთარი თუ სხვისი ინტერესების დასაცავად, თუ ჩათვლით, რომ ვინმეს ინტერესები იბღალება. ხანდახან „კუნთების თამაში“ და „თავხედისთვის“ ადგილის მიჩენა საჭიროა. თუმცა დღეს უფლებების დარღვევას ხედავთ იქაც კი, სადაც ამის ჭაჭანებაც არაა, ან მისი დანახვა მხოლოდ დიდი მიკროსკოპით შეიძლება.კურო: მთელი დღე შეიძლება ჭეშმარიტების ძებნაში გაატაროთ, თან დარწმუნებული იყოთ, რომ ის სადღაც აქვეა. ეს ძიებები შეიძლება ეხებოდეს ურთიერთობებს, მუშაობას, პირად ცხოვრებას. თუმცა მოლოდინში, რომ სამართლიანობა სადაცაა, გაიმარჯვებს, გაოცებული აღმოაჩენთ, რომ ჭეშმარიტება „სუფთა სახით“ უსარგებლო რამაა და თქვენ გარდა ის არავის სჭირდება.ტყუპი: ვარსკვლავები მხოლოდ პირდაპირი გზით სიარულს გირჩევენ. საკუთარი თამაშის და მით უმეტეს, რამის დაფარვის ან დამახინჯების მცდელობა სავალალოდ შეიძლება დასრულდეს. ეს ნიშნავს, რომ ღიად უნდა იმოქმედოთ. ირგვლივ მყოფები დააფასებენ თქვენს პატიოსნებასა და პირდაპირობას, თუმცა ურთიერთობებშიც არ გადააჭარბოთ – გულახდილობასაც თავისი საზღვრები აქვს.კირჩხიბი: რაღაც საკითხებში, საჭირო შედეგის მისაღწევად, მოგიწევთ იმის თქმა, რასაც თქვენგან ელოდებიან და არა იმის, რასაც სინამდვილეში ფიქრობთ; ან, შესაძლოა, საჭირო მომენტში თქვენს ეჭვებზე დუმილი ამჯობინოთ. რას იზამთ, გულახდილობა ხანდახან უადგილოა. თუ ყველაფერს პირდაპირ იტყვით, შეიძლება დააზარალოთ საქმეც და საკუთარი თავიც.ლომი: მტკიცედ და საბრძოლველად ხართ განწყობილი. რა საჭიროა კვანძის გახსნა, თუ მისი ნაჯახით გადაჭრა შეიძლება? საინტერესოა, რომ რაღაც საკითხებში ასეთმა რადიკალურმა ზომებმა შეიძლება კარგად იმოქმედოს, თუმცა ყველა შემთხვევაში – არა. ამიტომ ისეთ საქმეებს, სადაც დრო და დელიკატური დამოკიდებულებაა საჭირო, სჯობს, სათოფეზე არ გაეკაროთ.ქალწული: დახვავებული პრობლემების გადაჭრის დღეა. თუნდაც არ გქონდეთ ეს დაგეგმილი, დიდი ალბათობით, ისეთი ვითარება შეიქმნება, რომ მოგიწევთ რაღაცების მოწესრიგება. შესაძლოა, ეს „რაღაც“ თქვენი სამუშაო მაგიდა იყოს, ან საქმეების დახარისხება. არ დაიზაროთ. დღეს დიდი შანსია, რომ რაღაც მივიწყებულს წააწყდეთ, რომელიც დღემდე აქტუალური და ღირებულია.სასწორი: დღეს დისონანსში იქნებით გარშემომყოფებთან, მათ შორის, ახლობლებთანაც. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ირგვლივ ყველა ძალიან მნიშვნელოვან სახეს ირგებს, ისინი კი უკმაყოფილო შეიძლება დარჩნენ თქვენი უზრუნველი გამომეტყველებით. ეს დიდ პრობლემებს არ მოიტანს, მაგრამ მაინც – დღეს აჯობებს, თუ ხანდახან მაინც მიიღებთ სერიოზულ და ჭკვიანურ სახეს.მორიელი: დღეს მტკიცე და ხანდახან რადიკალური ზომებისთვის ხართ მზად, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში. იმის ნაცვლად, რომ ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გადაჭრათ, ასჯერ გადაჭრით დაუფიქრებლად. ერთი მხრივ, საშიშროებაა, რომ ფული ქარს გაატანოთ, მეორე მხრივ კი საბრძოლო განწყობა დაგეხმარებათ იმ ნაბიჯის გადადგმაში, რომელიც უკვე დიდი ხანია, მომწიფდა.მშვილდოსანი: დღეს თქვენში, შესაძლოა, დიდმა კრიტიკოსმა გაიღვიძოს. ამასთან, კრიტიკა არა საკუთარი თავის, არამედ გარშემომყოფების მიმართ იქნება მიმართული. თქვენი შენიშვნების გამო ირგვლივ მყოფებს არც შერცხვებათ და არც შეცდომების გამოსწორებას მოინდომებენ, მაგრამ ეს შეიძლება წყენის წყარო გახდეს. ასე რომ, დაფიქრდით, ღირს ამაზე ნერვების დახარჯვა?თხის რქა: არის დიდი ალბათობა, რომ ირგვლივ მყოფები თქვენს დატვირთვას შეეცადონ საკუთარი საქმეებით, ან რაღაც საკითხში „განტევების ვაცად“ გაქციონ. ისინი იგრძნობენ, რომ დღეს დამყოლი ხართ და ამით სარგებლობას ურცხვად შეეცდებიან. ამ ვითარებას შეცვლით, თუ მყარად დადგებით და ასეთ მცდელობებს აღკვეთთ. თუ არა, მაშინ მთელი დღე სხვისი საქმეების კეთება მოგიწევთ.მერწყული: მთელი დღე, შესაძლოა, სხვადასხვა მხრიდან ზეწოლა იგრძნოთ, მაგალითად, დროის უკმარისობის გამო, გარშემომყოფების დაჟინებული თხოვნის გამო... სავარაუდოდ, ამ ზეწოლისგან ვერ გათავისუფლდებით, ასე რომ ამასთან შეგუება მოგიწევთ. საუკეთესო გამოსავალია განმარტოება და საკუთარი საქმეების მშვიდად გაკეთება.თევზები: იშვიათი შანსი გექნებათ, რომ რომელიმე საკითხში დიდ წარმატებას მიაღწიოთ. მთავარია, საჭირო მომენტი ხელიდან არ გაუშვათ, მტკიცედ და მკაფიოდ იმოქმედოთ. აქტიურობისა და მტკიცე მოქმედებების წყალობით დიდი ნაბიჯის გადადგმის შანსი გაქვთ. უნდა გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და ამ ნახტომით ახალი სიმაღლეები დაიპყროთ.
https://sputnik-georgia.com/20211230/2022-rogor-sevxvdet-vefxvis-weliwads-rcevebi-263278067.html
https://sputnik-georgia.com/20211123/2022--vefxvis-weli-armosavluri-kalendrit-262302195.html
https://sputnik-georgia.com/20211227/qva-tilisma-zodiaqos-nisnebistvis-2022-wels-263181324.html
https://sputnik-georgia.com/20211108/2022-sasiyvarulo-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-261875622.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1c/263218424_28:0:2759:2048_1920x0_80_0_0_8d7f742968f0b46e724e87423dfd3548.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგია ვარსკვლავები ზოდიაქო ასტროპროგნოზი
ასტროლოგია ვარსკვლავები ზოდიაქო ასტროპროგნოზი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 იანვარი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 1 იანვარია, შაბათი. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
ვარსკვლავები ისეთ განწყობას შეგვიქმნიან, რომ მზად ვართ, მკვეთრი და მტკიცე ნაბიჯები უკანმოუხედავად გადავდგათ. თუ ამ მისწრაფებას ავყვებით, სარისკო მომენტები შეიძლება შეგვექმნას. რა თქმა უნდა, დღევანდელი სიმტკიცე ბევრ საკითხში დაგვეხმარება, მაგრამ უნდა დაივიწყოთ პრეტენზიები გარშემომყოფების მიმართ და დაუდევარი მოქმედებები. ყველანაირად არახელსაყრელი დღეა თემების განხილვის, მომავლის დაგეგმვისთვის – მოსალოდნელია გაუგებრობები, კამათი. სჯობს დამოუკიდებლად მოქმედება, სადაც არავისთან შეთანხმება არაა საჭირო.
ვერძი: თქვენში სამართლიანობის გრძნობა გაიღვიძებს. მზად ხართ საკუთარი თუ სხვისი ინტერესების დასაცავად, თუ ჩათვლით, რომ ვინმეს ინტერესები იბღალება. ხანდახან „კუნთების თამაში“ და „თავხედისთვის“ ადგილის მიჩენა საჭიროა. თუმცა დღეს უფლებების დარღვევას ხედავთ იქაც კი, სადაც ამის ჭაჭანებაც არაა, ან მისი დანახვა მხოლოდ დიდი მიკროსკოპით შეიძლება.
კურო: მთელი დღე შეიძლება ჭეშმარიტების ძებნაში გაატაროთ, თან დარწმუნებული იყოთ, რომ ის სადღაც აქვეა. ეს ძიებები შეიძლება ეხებოდეს ურთიერთობებს, მუშაობას, პირად ცხოვრებას. თუმცა მოლოდინში, რომ სამართლიანობა სადაცაა, გაიმარჯვებს, გაოცებული აღმოაჩენთ, რომ ჭეშმარიტება „სუფთა სახით“ უსარგებლო რამაა და თქვენ გარდა ის არავის სჭირდება.
ტყუპი: ვარსკვლავები მხოლოდ პირდაპირი გზით სიარულს გირჩევენ. საკუთარი თამაშის და მით უმეტეს, რამის დაფარვის ან დამახინჯების მცდელობა სავალალოდ შეიძლება დასრულდეს. ეს ნიშნავს, რომ ღიად უნდა იმოქმედოთ. ირგვლივ მყოფები დააფასებენ თქვენს პატიოსნებასა და პირდაპირობას, თუმცა ურთიერთობებშიც არ გადააჭარბოთ – გულახდილობასაც თავისი საზღვრები აქვს.
კირჩხიბი: რაღაც საკითხებში, საჭირო შედეგის მისაღწევად, მოგიწევთ იმის თქმა, რასაც თქვენგან ელოდებიან და არა იმის, რასაც სინამდვილეში ფიქრობთ; ან, შესაძლოა, საჭირო მომენტში თქვენს ეჭვებზე დუმილი ამჯობინოთ. რას იზამთ, გულახდილობა ხანდახან უადგილოა. თუ ყველაფერს პირდაპირ იტყვით, შეიძლება დააზარალოთ საქმეც და საკუთარი თავიც.
ლომი: მტკიცედ და საბრძოლველად ხართ განწყობილი. რა საჭიროა კვანძის გახსნა, თუ მისი ნაჯახით გადაჭრა შეიძლება? საინტერესოა, რომ რაღაც საკითხებში ასეთმა რადიკალურმა ზომებმა შეიძლება კარგად იმოქმედოს, თუმცა ყველა შემთხვევაში – არა. ამიტომ ისეთ საქმეებს, სადაც დრო და დელიკატური დამოკიდებულებაა საჭირო, სჯობს, სათოფეზე არ გაეკაროთ.
ქალწული: დახვავებული პრობლემების გადაჭრის დღეა. თუნდაც არ გქონდეთ ეს დაგეგმილი, დიდი ალბათობით, ისეთი ვითარება შეიქმნება, რომ მოგიწევთ რაღაცების მოწესრიგება. შესაძლოა, ეს „რაღაც“ თქვენი სამუშაო მაგიდა იყოს, ან საქმეების დახარისხება. არ დაიზაროთ. დღეს დიდი შანსია, რომ რაღაც მივიწყებულს წააწყდეთ, რომელიც დღემდე აქტუალური და ღირებულია.
სასწორი: დღეს დისონანსში იქნებით გარშემომყოფებთან, მათ შორის, ახლობლებთანაც. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ირგვლივ ყველა ძალიან მნიშვნელოვან სახეს ირგებს, ისინი კი უკმაყოფილო შეიძლება დარჩნენ თქვენი უზრუნველი გამომეტყველებით. ეს დიდ პრობლემებს არ მოიტანს, მაგრამ მაინც – დღეს აჯობებს, თუ ხანდახან მაინც მიიღებთ სერიოზულ და ჭკვიანურ სახეს.
მორიელი: დღეს მტკიცე და ხანდახან რადიკალური ზომებისთვის ხართ მზად, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში. იმის ნაცვლად, რომ ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გადაჭრათ, ასჯერ გადაჭრით დაუფიქრებლად. ერთი მხრივ, საშიშროებაა, რომ ფული ქარს გაატანოთ, მეორე მხრივ კი საბრძოლო განწყობა დაგეხმარებათ იმ ნაბიჯის გადადგმაში, რომელიც უკვე დიდი ხანია, მომწიფდა.
მშვილდოსანი: დღეს თქვენში, შესაძლოა, დიდმა კრიტიკოსმა გაიღვიძოს. ამასთან, კრიტიკა არა საკუთარი თავის, არამედ გარშემომყოფების მიმართ იქნება მიმართული. თქვენი შენიშვნების გამო ირგვლივ მყოფებს არც შერცხვებათ და არც შეცდომების გამოსწორებას მოინდომებენ, მაგრამ ეს შეიძლება წყენის წყარო გახდეს. ასე რომ, დაფიქრდით, ღირს ამაზე ნერვების დახარჯვა?
თხის რქა: არის დიდი ალბათობა, რომ ირგვლივ მყოფები თქვენს დატვირთვას შეეცადონ საკუთარი საქმეებით, ან რაღაც საკითხში „განტევების ვაცად“ გაქციონ. ისინი იგრძნობენ, რომ დღეს დამყოლი ხართ და ამით სარგებლობას ურცხვად შეეცდებიან. ამ ვითარებას შეცვლით, თუ მყარად დადგებით და ასეთ მცდელობებს აღკვეთთ. თუ არა, მაშინ მთელი დღე სხვისი საქმეების კეთება მოგიწევთ.
მერწყული: მთელი დღე, შესაძლოა, სხვადასხვა მხრიდან ზეწოლა იგრძნოთ, მაგალითად, დროის უკმარისობის გამო, გარშემომყოფების დაჟინებული თხოვნის გამო... სავარაუდოდ, ამ ზეწოლისგან ვერ გათავისუფლდებით, ასე რომ ამასთან შეგუება მოგიწევთ. საუკეთესო გამოსავალია განმარტოება და საკუთარი საქმეების მშვიდად გაკეთება.
თევზები: იშვიათი შანსი გექნებათ, რომ რომელიმე საკითხში დიდ წარმატებას მიაღწიოთ. მთავარია, საჭირო მომენტი ხელიდან არ გაუშვათ, მტკიცედ და მკაფიოდ იმოქმედოთ. აქტიურობისა და მტკიცე მოქმედებების წყალობით დიდი ნაბიჯის გადადგმის შანსი გაქვთ. უნდა გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და ამ ნახტომით ახალი სიმაღლეები დაიპყროთ.