https://sputnik-georgia.com/20211231/tbilissi-saaxalwlo-gala-koncertis-repeticia-gaimarta-monawileebi-263303398.html
თბილისში საახალწლო გალა-კონცერტის რეპეტიცია გაიმართა: მონაწილეები
თბილისში საახალწლო გალა-კონცერტის რეპეტიცია გაიმართა: მონაწილეები
Sputnik საქართველო
ახალი წლის ღამეს რესპუბლიკის მოედანზე წარდგება 200-ზე მეტი ქართველი შემსრულებელი
2021-12-31T12:26+0400
2021-12-31T12:26+0400
2021-12-31T12:58+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
კულტურა საქართველოში
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24367/66/243676644_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_d30704e3a8c7754a1e0bd3ce3c299f78.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. თბილისში საახალწლო გალა-კონცერტის რეპეტიცია გაიმართა, იუწყება მერიის პრესსამსახური.კონცერტი 31 დეკემბერს ღამით პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. პროგრამაშია პოპულარული სიმღერები, მელოდიები და მუსიკალური კომპოზიციები. პროექტში 300-ზე მეტი შემსრულებელია ჩართული.კონცერტს გაუძღვებიან წამყვანები ნიკა წულუკიძე, ნანიკო ხაზარაძე, აპოლონ კუბლაშვილი, მარიამ ჯოლოგუა და ლიზა წიკლაური, ღონისძიების მთავარი დირიჟორია ნიკა ნიკვაშვილი.კონცერტზე წარდგებიან სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, ანსამბლები „ბასიანი", „ქართული ხმები", „ჰერიო", „ალილო", „თეატრალური კვარტეტი", „ფორტე", ასევე ქართული ესტრადის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ნუკრი კაპანაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე. კონცერტზე გამოვლენ ასევე ანრი ჯოხაძე, გიორგი მეფისაშვილი, ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე, გიორგი ჭოხონელიძე, ნინი ბადურაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ნათია დუმბაძე, მიხეილ სულუხია, ნინო ძოწენიძე, სოფო გელოვანი, ნათია პერანიძე, მიშო ჯავახიშვილი, სოფო ბედია და სხვები.სპეციალურად ამ დღისთვის კონცერტის მონაწილეები ქართველი დიზაინერების სამოსით წარდგებიან, რაც ხელს შეუწყობს ქართული მოდის ინდუსტრიის პოპულარიზაციას.პროექტს ხელმძღვანელობს ნინო ნოდია, კონცერტის კონცეფციის ავტორი და რეჟისორი ბაკურ ბაკურაძეა, პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია ქეთი გაბისიანი, დეკორაციის ესკიზები მხატვარ თამარ ფოცხიშვილს ეკუთვნის.საახალწლო გალა-კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე 00:00 საათზე დაიწყება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24367/66/243676644_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_02c28a6f6278d9014181835c79c36018.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი გალა-კონცერტი რეპეტიცია მონაწილეები
თბილისი გალა-კონცერტი რეპეტიცია მონაწილეები
თბილისში საახალწლო გალა-კონცერტის რეპეტიცია გაიმართა: მონაწილეები
12:26 31.12.2021 (განახლებულია: 12:58 31.12.2021) საახალწლო გალა-კონცერტისთვის ყველაფერი მზად არის - თბილისის მერია ყველას პირველი რესპუბლიკის მოედანზე ეპატიჟება
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. თბილისში საახალწლო გალა-კონცერტის რეპეტიცია გაიმართა, იუწყება მერიის პრესსამსახური.
კონცერტი 31 დეკემბერს ღამით პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. პროგრამაშია პოპულარული სიმღერები, მელოდიები და მუსიკალური კომპოზიციები. პროექტში 300-ზე მეტი შემსრულებელია ჩართული.
„მოგეხსენებათ, შარშან, პანდემიის გამო, მხოლოდ სატელევიზიო ფორმატი გვქონდა, ამიტომ, ძალიან სასიხარულოა, რომ წელს, მართლაც საჯარო ღონისძიება იქნება რესპუბლიკის მოედანზე. გალაკონცერტზე ქართველი შემსრულებლების მიერ წარმოდგენილი იქნება ყველასთვის საყვარელი ჰიტების გაორკესტრებული, ახლებური ვერსიები“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.
კონცერტს გაუძღვებიან წამყვანები ნიკა წულუკიძე, ნანიკო ხაზარაძე, აპოლონ კუბლაშვილი, მარიამ ჯოლოგუა და ლიზა წიკლაური, ღონისძიების მთავარი დირიჟორია ნიკა ნიკვაშვილი.
კონცერტზე წარდგებიან სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, ანსამბლები „ბასიანი", „ქართული ხმები", „ჰერიო", „ალილო", „თეატრალური კვარტეტი", „ფორტე", ასევე ქართული ესტრადის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ნუკრი კაპანაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე. კონცერტზე გამოვლენ ასევე ანრი ჯოხაძე, გიორგი მეფისაშვილი, ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე, გიორგი ჭოხონელიძე, ნინი ბადურაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ნათია დუმბაძე, მიხეილ სულუხია, ნინო ძოწენიძე, სოფო გელოვანი, ნათია პერანიძე, მიშო ჯავახიშვილი, სოფო ბედია და სხვები.
სპეციალურად ამ დღისთვის კონცერტის მონაწილეები ქართველი დიზაინერების სამოსით წარდგებიან, რაც ხელს შეუწყობს ქართული მოდის ინდუსტრიის პოპულარიზაციას.
პროექტს ხელმძღვანელობს ნინო ნოდია, კონცერტის კონცეფციის ავტორი და რეჟისორი ბაკურ ბაკურაძეა, პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია ქეთი გაბისიანი, დეკორაციის ესკიზები მხატვარ თამარ ფოცხიშვილს ეკუთვნის.
საახალწლო გალა-კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე 00:00 საათზე დაიწყება.