https://sputnik-georgia.com/20211231/tbilisshi-piroteqnikit-20-ze-meti-adamiani-dashavda-263307776.html
თბილისში პიროტექნიკით უკვე 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
თბილისში პიროტექნიკით უკვე 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
Sputnik საქართველო
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს, პიროტექნიკის გამოყენებისას უსაფრთხოების ელემენტარული წესები დაიცვან. 31.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-31T14:15+0400
2021-12-31T14:15+0400
2021-12-31T14:15+0400
საზოგადოება
შემთხვევები
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24735/84/247358488_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_346c25314b6ac2833b82522ca6b25c25.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. წინასაახალწლო პერიოდში თბილისის დამწვრობის ცენტრს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებულმა 25–მა პირმა უკვე მიმართა, განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.ქაშიბაძის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები. ყველა მათგანს დახმარება ამბულატორიულად გაეწია და კლინიკაში არავინ მოუთავსებიათ.„ახალი წელი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ უკვე დამწვრობის ცენტრში 25 პაციენტი შემოიყვანეს. საბედნიეროდ, არც ერთი შემთხვევა მძიმე არ იყო... ჩემი რეკომენდაცია არის ძალიან მკაცრი, რადგან ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ტრავმა, რომლის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა. თუ მაინც და მაინც გვინდა აფეთქება, უსაფრთხოების ელემენტარული წესები მაინც უნდა დავიცვათ“, - განაცხადა ქაშიბაძემ.წინასაახალწლოდ ე.წ. ასაფეთქებლების თემა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეული ხდება. უკვე წლებია, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად უბედური შემთხვევების რიცხვი იზრდება.პიროტექნიკის უმეტესობას აქვს ასაკის შეზღუდვა და მათი გამოყენება 18 წლამდე პირთათვის აკრძალულია. ხარისხიანი პიროტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს ტრანსპორტირებისა და შენახვის გარკვეულ პირობებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24735/84/247358488_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_35f54908a8e0213b3968af06ddbf509b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, შემთხვევები, თბილისი დღეს, საქართველო
საზოგადოება, შემთხვევები, თბილისი დღეს, საქართველო
თბილისში პიროტექნიკით უკვე 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს, პიროტექნიკის გამოყენებისას უსაფრთხოების ელემენტარული წესები დაიცვან.
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. წინასაახალწლო პერიოდში თბილისის დამწვრობის ცენტრს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებულმა 25–მა პირმა უკვე მიმართა, განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
ქაშიბაძის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები. ყველა მათგანს დახმარება ამბულატორიულად გაეწია და კლინიკაში არავინ მოუთავსებიათ.
„ახალი წელი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ უკვე დამწვრობის ცენტრში 25 პაციენტი შემოიყვანეს. საბედნიეროდ, არც ერთი შემთხვევა მძიმე არ იყო... ჩემი რეკომენდაცია არის ძალიან მკაცრი, რადგან ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ტრავმა, რომლის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა. თუ მაინც და მაინც გვინდა აფეთქება, უსაფრთხოების ელემენტარული წესები მაინც უნდა დავიცვათ“, - განაცხადა ქაშიბაძემ.
წინასაახალწლოდ ე.წ. ასაფეთქებლების თემა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეული ხდება. უკვე წლებია, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად უბედური შემთხვევების რიცხვი იზრდება.
პიროტექნიკის უმეტესობას აქვს ასაკის შეზღუდვა და მათი გამოყენება 18 წლამდე პირთათვის აკრძალულია. ხარისხიანი პიროტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს ტრანსპორტირებისა და შენახვის გარკვეულ პირობებს.