https://sputnik-georgia.com/20211231/tbilisis-wyalgamanawilebeli-kompania-mflobels-icvlis-263318282.html
თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანია მფლობელს იცვლის
თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანია მფლობელს იცვლის
Sputnik საქართველო
თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანია სხვა მფლობელობაში გადადის. ვინ იქნება თბილისში წყლით მომარაგებაზე პასუხისმგებელი?
2021-12-31T22:21+0400
2021-12-31T22:21+0400
2022-01-04T16:49+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24064/60/240646048_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_c236f8866c4c1a3c7eff9c874be2774e.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. კომპანიამ Georgia Capital მიიღო გადაწყვეტილება, 80% წილი გაყიდოს შვილობილ კომპანია Georgia Global Utilities–ში, რომელიც თბილისის წყალგამანაწილებელ კომპანია Georgia Water & Power–ს (GWP) ფლობს.მყიდველია კომპანია Aqualia, რომელთანაც გარიგება ორ ეტაპად შედგება. მისი ღირებულება 180 მლნ დოლარს შეადგენს.გარიგების პირველი ეტაპი 2022 წლის იანვარში დასრულდება, ხოლო მეორე – ივლისში, როდესაც გამოისყიდიან Georgia Global Utilities–ის გამოშვებულ ობლიგაციებს.„ჩვენი დირექტორთა საბჭო მიიჩნევს, რომ გაყიდვის ფასი ჩვენი ბიზნესის ძლიერ შეფასებას წარმოადგენს და ამ აქტივის ღირებულების მონეტიზირებით, რომელიც აჭარბებს მის ინევსტიციებს, ვიმედოვნებთ, დავადგინოთ დამატებითი მარკერი მთელი ჩვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულებაზე“, – განაცხადა Georgia Capital–ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.Global Water Intelligence–ის ბოლო რეიტინგით (2021 წლის მარტი), Aqualia წყლის რესურსების მართვის კუთხით ევროპაში სიდიდით მეოთხე კომპანიაა და მეცხრე მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, რომელსაც ის ემსახურება.ამჟამად Aqualia დაახლოებით 30 მლნ ადამიანს ემსახურება 17 ქვეყანაში: ალჟირი, არაბთა საამიროები, კოლუმბია, ჩილე, ჩეხეთი, ეკვადორი, ეგვიპტე, საფრანგეთი, იტალია, მექსიკა, ომანი, პორტუგალია, კატარი, რუმინეთი, საუდის არაბეთი, ესპანეთი, ტუნისი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24064/60/240646048_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_ca8eab045549eddcf0217c7506feec23.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
gwp წყალგამანაწილებელი კომპანია მფლობელი თბილისი
gwp წყალგამანაწილებელი კომპანია მფლობელი თბილისი
თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანია მფლობელს იცვლის
22:21 31.12.2021 (განახლებულია: 16:49 04.01.2022) მსხვილი საერთაშორისო წყლის რესურსების მართვის კომპანია Georgia Water & Power–ისთვის 180 მლნ დოლარს გადაიხდის.
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. კომპანიამ Georgia Capital მიიღო გადაწყვეტილება, 80% წილი გაყიდოს შვილობილ კომპანია Georgia Global Utilities–ში, რომელიც თბილისის წყალგამანაწილებელ კომპანია Georgia Water & Power–ს (GWP) ფლობს.
მყიდველია კომპანია Aqualia, რომელთანაც გარიგება ორ ეტაპად შედგება. მისი ღირებულება 180 მლნ დოლარს შეადგენს.
გარიგების პირველი ეტაპი 2022 წლის იანვარში დასრულდება, ხოლო მეორე – ივლისში, როდესაც გამოისყიდიან Georgia Global Utilities–ის გამოშვებულ ობლიგაციებს.
„ჩვენი დირექტორთა საბჭო მიიჩნევს, რომ გაყიდვის ფასი ჩვენი ბიზნესის ძლიერ შეფასებას წარმოადგენს და ამ აქტივის ღირებულების მონეტიზირებით, რომელიც აჭარბებს მის ინევსტიციებს, ვიმედოვნებთ, დავადგინოთ დამატებითი მარკერი მთელი ჩვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულებაზე“, – განაცხადა Georgia Capital–ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.
Global Water Intelligence–ის ბოლო რეიტინგით (2021 წლის მარტი), Aqualia წყლის რესურსების მართვის კუთხით ევროპაში სიდიდით მეოთხე კომპანიაა და მეცხრე მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, რომელსაც ის ემსახურება.
ამჟამად Aqualia დაახლოებით 30 მლნ ადამიანს ემსახურება 17 ქვეყანაში: ალჟირი, არაბთა საამიროები, კოლუმბია, ჩილე, ჩეხეთი, ეკვადორი, ეგვიპტე, საფრანგეთი, იტალია, მექსიკა, ომანი, პორტუგალია, კატარი, რუმინეთი, საუდის არაბეთი, ესპანეთი, ტუნისი.