https://sputnik-georgia.com/20211231/saaxalwlo-legendebi-buxarze-dakidebuli-winda-263311484.html
საახალწლო ლეგენდები: ვინ დაკიდა პირველად ბუხარზე წინდა
საახალწლო ლეგენდები: ვინ დაკიდა პირველად ბუხარზე წინდა
Sputnik საქართველო
ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ საშობაო დღესასწაულის განუყრელი პერსონაჟი სანტა კლაუსი მისტიური სახე კი არა, რეალური პიროვნებაა, რომელიც ცივ და ყინულით დაფარულ... 31.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-31T17:02+0400
2021-12-31T17:02+0400
2021-12-31T17:02+0400
წასაკითხი ამბები
ეს საინტერესოა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1f/250508595_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_8e74531f109f06b03fa284d0a720221f.jpg
კათოლიკურ სამყაროში ბავშვების მოყვარული კეთილი და სათნო მოხუცი სანტა კლაუსი, იგივე სან ნიკოლაუსის, ანდა პაპა ნოელის წინაპარი, რეალური ადამიანი, სასწაულმოქმედი წმინდა ნიკოლოზი იყო.სიკეთით, სიყვარულით, უბრალოებით გამორჩეული მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი მცირე აზიის ქალაქ პათარში ქრისტეს შობიდან III–IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მისი მშობლები — თეოფანე და ნონა, შეძლებული დიდგვაროვნები იყვნენ. წმინდანმა დაბადებისთანავე მოახდინა პირველი სასწაული — მასზე მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისაგან განიკურნა. მერე კი ახალშობილი ყრმა ნათლობის დროს ემბაზში დაუხმარებლად დადგა ფეხზე. მარხვაც კი ჩვილობაში დაიწყო და ოთხშაბათობით და პარასკევობით დედის რძეს არ სვამდა.ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ბუხრის თავზე ლამაზი ჭრელი წინდების დაკიდების ტრადიციაც, რომელიც ახალი წლის პირველ დილას მილიონობით ბავშვს ახარებს, წმინდა ნიკოლოზთან არის დაკავშირებული.ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, სასწაულმოქმედის მშობლიურ ქალაქ პათარში ცხოვრობდა ერთი ღარიბი კაცი, რომელსაც სამი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავდა. მამას სამზითვო ფული არ გააჩნდა, რომ ქალიშვილები გაეთხოვებინა და ძალიან ღელავდა მათ ბედზე თავისი სიკვდილის შემდეგ. ერთხელაც მის საუბარს წმინდა ნიკოლაუსმა (ნიკოლოზმა) მოჰკრა ყური და გადაწყვიტა, დახმარებოდა ოჯახს. მაგრამ წმინდანს ურჩიეს, ეს არ გაეკეთებინა, თავმოყვარე მოხუცი მოწყალებას მაინც არ მიიღებსო. ნიკოლაუსმა გამოსავალი მაინც იპოვა: დაღამებას დაელოდა და სახლში საკვამურიდან ჩაიპარა. მას თან ჰქონდა ოქროს მონეტებით სავსე სამი ჩანთა. როცა ნიკოლაუსი საჩუქრის დასადებ ადგილს ეძებდა, გოგონების მაღალყელიანი წინდები დაინახა, რომლებიც გასაშრობად ბუხრის თავზე გაეფინათ...დილით მამამ და მისმა ქალიშვილებმა მონეტებით სავსე წინდები რომ იპოვეს, სიხარულით ცას ეწივნენ. ამის შემდეგ მოხუცმა მამამ სამივე ქალიშვილი ღირსეულ ადამიანებზე გაათხოვა და დამშვიდდა. შვეიცარიასა და ავსტრიაში სანტა კლაუსს სერიოზულ კონკურენციას უწევს წმინდა სილვესტრი, რომლის სახელობის დღესაც ამ ორ ქვეყანაში ახალ წელს აღნიშნავენ.თავის წინამორბედი თუ პროტოტიპი სილვესტერკლაუსაც ჰყავდა — კათოლიკების წმინდა პაპი სილვესტრი, რომელიც ქრისტეშობიდან III–IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.იგი რომში ეწეოდა ქრისტიანულ მოღვაწეობას, იყო უცხოთშემწყნარებელი, საკუთარ სახლში ხალისით უმასპინძლდებოდა მოგზაურთ და თავისი სათნოებით არაერთი კერპთაყვანისმცემელი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. ამის გამო აითვალწუნა ის ქალაქ რომის პრეფექტმა ტარკვინიუსმა, რომელმაც სილვესტრს მოსთხოვა, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. რომ ვერ დაითანხმა, პრეფექტმა გადაწყვიტა, მეორე დილით წამებით ამოეხადა მისთვის სული. მაგრამ ღამით წმინდა სილვესტრის წინასწარმეტყველება ახდა: „ამას ღამესა მიგიღონ სული შენი“. კერპთაყვანისმცემელ პრეფექტს ტრაპეზისას თევზის ფხა გაეჩხირა ყელში და ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.ამ სასწაულის შემდეგ სილვესტრის ავტორიტეტი ისე გაიზარდა, რომ რომის პაპად აირჩიეს. პოპულარული პაპის სახელი თანდათან გაეხვა ლეგენდების საბურველში.ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, იმჟამად რომში, ტარპეის კლდის ღრმა გამოქვაბულში ბინადრობდა დიდი გველეშაპი. წარმართები ზღვის ამ მონსტრს, იმისთვის, რომ დედამიწა არ გაენადგურებინა, ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად. ამ საშინელ რიტუალს უმარავი პატარა ემსხვერპლა.მაშინ, გაწამებული მოსახლეობის დასახმარებლად, სილვესტრმა მონსტრი გამოქვაბულში გამოამწყვდია და შელოცვით საუკუნოდ აუკრძალა იქიდან გამოსვლა: ავსტრიასა და შვეიცარიაში ყოველ ახალ წელს იხსენებენ ამ ისტორიას, მადლიერების ნიშნად სილვეტერკლაუსის სამასკარადო კოსტიუმებში ეწყობიან და ასე ზეიმობენ ახალი წლის დადგომას.
https://sputnik-georgia.com/20211230/shoba-axali-wlis-tradiciebi-saqartveloshi-263266520.html
https://sputnik-georgia.com/20211229/davtovot-problemebi-warsulsi-263249377.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1f/250508595_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_2424edfadb7a3c69552e111c7be52377.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წასაკითხი ამბები, ეს საინტერესოა
წასაკითხი ამბები, ეს საინტერესოა
საახალწლო ლეგენდები: ვინ დაკიდა პირველად ბუხარზე წინდა
ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ საშობაო დღესასწაულის განუყრელი პერსონაჟი სანტა კლაუსი მისტიური სახე კი არა, რეალური პიროვნებაა, რომელიც ცივ და ყინულით დაფარულ ლაპლანდიაში კი არა, თბილ ბიზანტიაში ცხოვრობდა.
კათოლიკურ სამყაროში ბავშვების მოყვარული კეთილი და სათნო მოხუცი სანტა კლაუსი, იგივე სან ნიკოლაუსის, ანდა პაპა ნოელის წინაპარი, რეალური ადამიანი, სასწაულმოქმედი წმინდა ნიკოლოზი იყო.
სიკეთით, სიყვარულით, უბრალოებით გამორჩეული მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი მცირე აზიის ქალაქ პათარში ქრისტეს შობიდან III–IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მისი მშობლები — თეოფანე და ნონა, შეძლებული დიდგვაროვნები იყვნენ.
წმინდანმა დაბადებისთანავე მოახდინა პირველი სასწაული — მასზე მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისაგან განიკურნა. მერე კი ახალშობილი ყრმა ნათლობის დროს ემბაზში დაუხმარებლად დადგა ფეხზე. მარხვაც კი ჩვილობაში დაიწყო და ოთხშაბათობით და პარასკევობით დედის რძეს არ სვამდა.
ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ბუხრის თავზე ლამაზი ჭრელი წინდების დაკიდების ტრადიციაც, რომელიც ახალი წლის პირველ დილას მილიონობით ბავშვს ახარებს, წმინდა ნიკოლოზთან არის დაკავშირებული.
ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, სასწაულმოქმედის მშობლიურ ქალაქ პათარში ცხოვრობდა ერთი ღარიბი კაცი, რომელსაც სამი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავდა. მამას სამზითვო ფული არ გააჩნდა, რომ ქალიშვილები გაეთხოვებინა და ძალიან ღელავდა მათ ბედზე თავისი სიკვდილის შემდეგ.
ერთხელაც მის საუბარს წმინდა ნიკოლაუსმა (ნიკოლოზმა) მოჰკრა ყური და გადაწყვიტა, დახმარებოდა ოჯახს. მაგრამ წმინდანს ურჩიეს, ეს არ გაეკეთებინა, თავმოყვარე მოხუცი მოწყალებას მაინც არ მიიღებსო.
ნიკოლაუსმა გამოსავალი მაინც იპოვა: დაღამებას დაელოდა და სახლში საკვამურიდან ჩაიპარა. მას თან ჰქონდა ოქროს მონეტებით სავსე სამი ჩანთა. როცა ნიკოლაუსი საჩუქრის დასადებ ადგილს ეძებდა, გოგონების მაღალყელიანი წინდები დაინახა, რომლებიც გასაშრობად ბუხრის თავზე გაეფინათ...
დილით მამამ და მისმა ქალიშვილებმა მონეტებით სავსე წინდები რომ იპოვეს, სიხარულით ცას ეწივნენ. ამის შემდეგ მოხუცმა მამამ სამივე ქალიშვილი ღირსეულ ადამიანებზე გაათხოვა და დამშვიდდა.
შვეიცარიასა და ავსტრიაში სანტა კლაუსს სერიოზულ კონკურენციას უწევს წმინდა სილვესტრი, რომლის სახელობის დღესაც ამ ორ ქვეყანაში ახალ წელს აღნიშნავენ.
თავის წინამორბედი თუ პროტოტიპი სილვესტერკლაუსაც ჰყავდა — კათოლიკების წმინდა პაპი სილვესტრი, რომელიც ქრისტეშობიდან III–IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
იგი რომში ეწეოდა ქრისტიანულ მოღვაწეობას, იყო უცხოთშემწყნარებელი, საკუთარ სახლში ხალისით უმასპინძლდებოდა მოგზაურთ და თავისი სათნოებით არაერთი კერპთაყვანისმცემელი მოაქცია ქრისტეს რჯულზე.
ამის გამო აითვალწუნა ის ქალაქ რომის პრეფექტმა ტარკვინიუსმა, რომელმაც სილვესტრს მოსთხოვა, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. რომ ვერ დაითანხმა, პრეფექტმა გადაწყვიტა, მეორე დილით წამებით ამოეხადა მისთვის სული.
მაგრამ ღამით წმინდა სილვესტრის წინასწარმეტყველება ახდა: „ამას ღამესა მიგიღონ სული შენი“. კერპთაყვანისმცემელ პრეფექტს ტრაპეზისას თევზის ფხა გაეჩხირა ყელში და ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.
ამ სასწაულის შემდეგ სილვესტრის ავტორიტეტი ისე გაიზარდა, რომ რომის პაპად აირჩიეს. პოპულარული პაპის სახელი თანდათან გაეხვა ლეგენდების საბურველში.
ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, იმჟამად რომში, ტარპეის კლდის ღრმა გამოქვაბულში ბინადრობდა დიდი გველეშაპი. წარმართები ზღვის ამ მონსტრს, იმისთვის, რომ დედამიწა არ გაენადგურებინა, ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად. ამ საშინელ რიტუალს უმარავი პატარა ემსხვერპლა.
მაშინ, გაწამებული მოსახლეობის დასახმარებლად, სილვესტრმა მონსტრი გამოქვაბულში გამოამწყვდია და შელოცვით საუკუნოდ აუკრძალა იქიდან გამოსვლა:
„დაე ნუ გაიღება ეს კარები ვიდრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე!“
ავსტრიასა და შვეიცარიაში ყოველ ახალ წელს იხსენებენ ამ ისტორიას, მადლიერების ნიშნად სილვეტერკლაუსის სამასკარადო კოსტიუმებში ეწყობიან და ასე ზეიმობენ ახალი წლის დადგომას.