Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როგორი ეპიდვითარებაა საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელები ქუჩაში
გამვლელები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.100-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 934.741-ს მიაღწია.
თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.100 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 976 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 281, აჭარა – 188 , კახეთი – 138, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 132, შიდა ქართლი – 115, ქვემო ქართლი – 108, გურია – 84, სამცხე-ჯავახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 28, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ცხრა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.251 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 895.315-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 42 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 13.800-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 25.600 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.551 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.049, იმერეთში – 863, აჭარაში – 479.
1.191 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 282 პირი, მათგან თბილისში – 160, აჭარაში – 35 , იმერეთში – 25.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 858 ადამიანი, მათ შორის 536 – თბილისში, 214 – აჭარაში.
20.191 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 57 ადამიანი, მათგან თბილისში – 56, აჭარაში – ერთი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29.062 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.100-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 934.741-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0