ეჭვები დადასტურდა: სააკაშვილმა აღიარა, რომ სოფო ნიჟარაძის შვილის მამაა

© AP Photo / Irakli Gedenidze / pool photoმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2021
გამოწერა
ქართულ პრესაში და სოციალურ ქსელებში ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ელის მარია სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტის შვილია, თუმცა აქამდე აღნიშნულის შესახებ ბავშვის მშობლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ
მომღერალი სოფო ნიჟარაძე შვილთან - ელის მარია სააკაშვილთან - ერთად საქართველოში ოქტომბერში დაბრუნდა. ბავშვის გვარს მაშინვე მოჰყვა დიდი ვნებათაღელვა და ეს საკითხი განხილვის საგანი გახდა.
სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა აიტაცა ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მინიშნება, რომ ბავშვის მამა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, თუმცა თავად სოფო ამაზე დუმდა.
დღეს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ელის მარია სააკაშვილი მისი შვილია.
„წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება „მთავარი არხის" საახალწლო კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე, ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს და ჩემი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია არა ციხის კედლებით, არამედ ჩემი საყვარელი გოგოს სატელევიზიო დებიუტით. გილოცავთ! მრავალს დაესწარით!“ - წერს სააკაშვილი.
სოფო ნიჟარაძემ შვილი ამერიკაში გააჩინა. ის წელიწადზე მეტი ნიუ-იორკში ცხოვრობდა. სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავდა მომღერალი.
წყარო - მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუკ“ გვერდი
ყველა ახალი ამბავი
0