Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 31 დეკემბერი

© photo: Sputnik / Aram Nersesyanლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 895.315 ადამიანი; გარდაიცვალა – 13.800 (ბოლო 24 საათში – 42).
თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.100-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 934.741-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 895.315 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.251), გარდაიცვალა – 13.800 (ბოლო 24 საათში – 42). კარანტინის რეჟიმშია 57, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.551 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 858 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 38.802, კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23.472, PCR–ტესტით – 15.330.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,41%, ბოლო 14 დღის – 5,5%, ბოლო 7 დღის – 5,28%.
სულ ჩატარებულია 2.512.858 აცრა, ერთ დღეში აცრილია 5.532 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0