https://sputnik-georgia.com/20211231/263308393.html
ხანძრები, წყალდიდობები, სკანდალები და კოვიდი: 2021 წელი Associated Press-ის ფოტოებში
ხანძრები, წყალდიდობები, სკანდალები და კოვიდი: 2021 წელი Associated Press-ის ფოტოებში
Sputnik საქართველო
სააგენტო Associated Press-მა 2021 წლის საუკეთესო ფოტოები გამოაქვეყნა. იხილეთ გასული წლის ყველაზე ხმაურიანი მოვლენების ფოტოქრონიკა 31.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-31T14:58+0400
2021-12-31T14:58+0400
2023-07-20T15:53+0400
ფოტო
მულტიმედია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1f/263308399_0:159:3079:1890_1920x0_80_0_0_fa9deea7229e4904f7d3048e4d2b3489.jpg
2021 წელი რთული გამოდგა. მსოფლიოში არაერთი სტიქიური უბედურება მოხდა - წყალდიდობები თუ ტყის მძვინვარე ხანძრები. არეული იყო მსოფლიო პოლიტიკაც. წლის მოვლენების ამსახველი ყველაზე უჩვეულო და შთამბეჭდავი სურათები სააგენტო AP-მა გამოაქვეყნა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1f/263308399_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_3cbe3323a42ffda484512a5cd2d1cb08.jpg Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
фото, ფოტო, მულტიმედია, მსოფლიოს ახალი ამბები
фото, ფოტო, მულტიმედია, მსოფლიოს ახალი ამბები
ხანძრები, წყალდიდობები, სკანდალები და კოვიდი: 2021 წელი Associated Press-ის ფოტოებში 14:58 31.12.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023 )
სააგენტო Associated Press-მა 2021 წლის საუკეთესო ფოტოები გამოაქვეყნა. იხილეთ გასული წლის ყველაზე ხმაურიანი მოვლენების ფოტოქრონიკა
2021 წელი რთული გამოდგა. მსოფლიოში არაერთი სტიქიური უბედურება მოხდა - წყალდიდობები თუ ტყის მძვინვარე ხანძრები. არეული იყო მსოფლიო პოლიტიკაც.
წლის მოვლენების ამსახველი ყველაზე უჩვეულო და შთამბეჭდავი სურათები სააგენტო AP-მა გამოაქვეყნა.
© AP Photo / Noah Berger ცეცხლით გადამწვარ ტყეს კვამლი ფარავს. კალიფორნია, 2021 წლის ივლისი
ცეცხლით გადამწვარ ტყეს კვამლი ფარავს. კალიფორნია, 2021 წლის ივლისი
© AP Photo / Michael Probst მატარებელი წყლით დაფარულ გადასასვლელზე ნიდერაუში, ფრანკფურტის მახლობლად. გერმანია, 2021 წლის თებერვალი
მატარებელი წყლით დაფარულ გადასასვლელზე ნიდერაუში, ფრანკფურტის მახლობლად. გერმანია, 2021 წლის თებერვალი
© AP Photo / Moises Castillo ქალი ჯვრით ხელში სხვა მომლოცველებთან ერთად მიდის სალოცავად, რომ გვატემალაში მდებარე პაკაიას ვულკანმა აქტიურობა შეწყვიტოს. ვულკანმა ამოფრქვევა 2021 წლის თებერვალში დაიწყო, ფოტო კი მაისშია გადაღებული
ქალი ჯვრით ხელში სხვა მომლოცველებთან ერთად მიდის სალოცავად, რომ გვატემალაში მდებარე პაკაიას ვულკანმა აქტიურობა შეწყვიტოს. ვულკანმა ამოფრქვევა 2021 წლის თებერვალში დაიწყო, ფოტო კი მაისშია გადაღებული
© AP Photo / Jose Luis Magana დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ცდილობენ გაარღვიონ პოლიციის კორდონი და კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. ვაშინგტონი, 2021 წლის 6 იანვარი
დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ცდილობენ გაარღვიონ პოლიციის კორდონი და კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. ვაშინგტონი, 2021 წლის 6 იანვარი
© AP Photo / Hatem Moussa ისრაელის საჰაერო თავდასხმა ღაზაზე 2021 წლის მაისში - ჰამასის მიერ ისრაელისთვის სარაკეტო სროლებზე პასუხად მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის ბოლოს
ისრაელის საჰაერო თავდასხმა ღაზაზე 2021 წლის მაისში - ჰამასის მიერ ისრაელისთვის სარაკეტო სროლებზე პასუხად მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის ბოლოს
© AP Photo / Amit Sharma მამაკაცი გარბის, რათა თავი დააღწიოს COVID-19-ის მსხვერპლთა ცხედრების დასაწვავად დანთებულ კოცონებს. ნიუ დელი, ინდოეთი
მამაკაცი გარბის, რათა თავი დააღწიოს COVID-19-ის მსხვერპლთა ცხედრების დასაწვავად დანთებულ კოცონებს. ნიუ დელი, ინდოეთი
© AP Photo / Matias Delacroix დამშრალი ზღვის ფსკერის აეროფოტო ჩილეში, აკულეოს ლაგუნაში. ლაგუნა მთლიანად პირველად დაშრა 2000 წლის განმავლობაში - პლანეტაზე კლიმატური ცვლილების შედეგად
დამშრალი ზღვის ფსკერის აეროფოტო ჩილეში, აკულეოს ლაგუნაში. ლაგუნა მთლიანად პირველად დაშრა 2000 წლის განმავლობაში - პლანეტაზე კლიმატური ცვლილების შედეგად
© AP Photo / Matias Delacroix ვუდუს თაყვანისმცემლები ბანაობენ ჩანჩქერში, რომელსაც, ხალხური რწმენით, გამწმენდი ძალა აქვს. ჰაიტი
ვუდუს თაყვანისმცემლები ბანაობენ ჩანჩქერში, რომელსაც, ხალხური რწმენით, გამწმენდი ძალა აქვს. ჰაიტი
© AP Photo / Emilio Morenatti შეყვარებულები ერთმანეთს კოცნიან ცეცხლმოკიდებულ ბარიკადებთან, რომელსაც ცეცხლი ბარსელონელმა მომიტინგეებმა წაუკიდეს პოლიციასთან შეტაკების დროს 2021 წლის თებერვალში. პროტესტი რეპერ პაბლო ჰასელის დაპატიმრებას მოჰყვა, რომელიც ესპანეთის მონარქიის შეურაცხყოფაში, ტერორიზმისა და ძალადობის ხელშეწყობაშია ბრალდებული
შეყვარებულები ერთმანეთს კოცნიან ცეცხლმოკიდებულ ბარიკადებთან, რომელსაც ცეცხლი ბარსელონელმა მომიტინგეებმა წაუკიდეს პოლიციასთან შეტაკების დროს 2021 წლის თებერვალში. პროტესტი რეპერ პაბლო ჰასელის დაპატიმრებას მოჰყვა, რომელიც ესპანეთის მონარქიის შეურაცხყოფაში, ტერორიზმისა და ძალადობის ხელშეწყობაშია ბრალდებული
© AP Photo / Aaron Favila 2021 წელს მთელმა მსოფლიომ დაიწყო აქტიური ბრძოლა კორონავირუსის გავრცელებასთან უნივერსალური ვაქცინაციის გზით. სურათზე: ჯანდაცვის სპეციალისტი Pfizer-ის ვაქცინით პაციენტის ასაცრელად ემზადება თირკმელებისა და ტრანსპლანტაციის ეროვნულ ინსტიტუტში კეზონ სიტიში, ფილიპინები
2021 წელს მთელმა მსოფლიომ დაიწყო აქტიური ბრძოლა კორონავირუსის გავრცელებასთან უნივერსალური ვაქცინაციის გზით. სურათზე: ჯანდაცვის სპეციალისტი Pfizer-ის ვაქცინით პაციენტის ასაცრელად ემზადება თირკმელებისა და ტრანსპლანტაციის ეროვნულ ინსტიტუტში კეზონ სიტიში, ფილიპინები
© AP Photo / Altaf Qadri მამაკაცი მაღაროდან ამოდის ციცაბო ფერდობზე თავზე შემოდგმული ნახშირის კალათით დჰანბადის მახლობლად, ინდოეთი. ქვეყნის მთავრობის 2021 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ჯარხანდის შტატი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია ქვეყანაში. შტატს, რომელსაც აქვს ინდოეთის უდიდესი ნახშირის მარაგი, ასევე აქვს ყველაზე ცუდი გარემოსდაცვითი მაჩვენებლები
მამაკაცი მაღაროდან ამოდის ციცაბო ფერდობზე თავზე შემოდგმული ნახშირის კალათით დჰანბადის მახლობლად, ინდოეთი. ქვეყნის მთავრობის 2021 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ჯარხანდის შტატი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია ქვეყანაში. შტატს, რომელსაც აქვს ინდოეთის უდიდესი ნახშირის მარაგი, ასევე აქვს ყველაზე ცუდი გარემოსდაცვითი მაჩვენებლები
© AP Photo / Dolores Ochoa პოლიცია გაზზე ფასების ზრდისა და ეკვადორის პრეზიდენტ გილერმო ლასოს მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე საკისილში. 2021 წლის ოქტომბერი
პოლიცია გაზზე ფასების ზრდისა და ეკვადორის პრეზიდენტ გილერმო ლასოს მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე საკისილში. 2021 წლის ოქტომბერი
© AP Photo / Ethan Swope ცეცხლში გახვეული საცხოვრებელი სახლი ჩრდილოეთ კალიფორნიაში, აშშ, 2021 წლის აგვისტო
ცეცხლში გახვეული საცხოვრებელი სახლი ჩრდილოეთ კალიფორნიაში, აშშ, 2021 წლის აგვისტო
© AP Photo / Rebecca Blackwell დემონსტრანტები ცდილობენ, დაშალონ მეხიკოს ეროვნულ სასახლესთან მოწყობილი ბარიკადები. 2021 წლის 8 მარტი
დემონსტრანტები ცდილობენ, დაშალონ მეხიკოს ეროვნულ სასახლესთან მოწყობილი ბარიკადები. 2021 წლის 8 მარტი
© AP Photo / Julio Cortez დონალდ ტრამპის მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ კაპიტოლიუმის წინ. ვაშინგტონი, 2021 წლის 6 იანვარი
დონალდ ტრამპის მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ კაპიტოლიუმის წინ. ვაშინგტონი, 2021 წლის 6 იანვარი
© AP Photo / Brian Inganga კენიელი 12 წლის სტივენ მუდოგა ცდილობს, კალიების ხროვა განდევნოს თავისი ფერმიდან. ელბურგონი, ნაკურუს ოლქი, კენია. 2021 წლის მარტი
კენიელი 12 წლის სტივენ მუდოგა ცდილობს, კალიების ხროვა განდევნოს თავისი ფერმიდან. ელბურგონი, ნაკურუს ოლქი, კენია. 2021 წლის მარტი
© AP Photo / Sandra Sebastian შეტაკებები ჰონდურასელ მიგრანტებსა და გვატემალელ ჯარისკაცებს შორის ვადო ჰონდოში. გვატემალა
შეტაკებები ჰონდურასელ მიგრანტებსა და გვატემალელ ჯარისკაცებს შორის ვადო ჰონდოში. გვატემალა
© AP Photo / Joan Mateu საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საღებავი შეასხეს სპეცრაზმელებს ბარსელონის ცენტრში, როდესაც აქტივისტები ცდილობდნენ, შეეჩერებინათ აქსელ ალტადილას გამოსახლება 2021 წლის 25 მაისს. ალტადილას ბრალად ცარიელი ბინის თვითნებურად დაკავება ედებოდა
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საღებავი შეასხეს სპეცრაზმელებს ბარსელონის ცენტრში, როდესაც აქტივისტები ცდილობდნენ, შეეჩერებინათ აქსელ ალტადილას გამოსახლება 2021 წლის 25 მაისს. ალტადილას ბრალად ცარიელი ბინის თვითნებურად დაკავება ედებოდა
© AP Photo / Thodoris Nikolaou მამაკაცი უყურებს, როგორ უახლოვდება ხანძარი კოჩილის პლაჟს სოფელ ლიმნის მახლობლად. საბერძნეთი, ათენიდან დაახლოებით 160 კმ. 2021 წლის აგვისტო
მამაკაცი უყურებს, როგორ უახლოვდება ხანძარი კოჩილის პლაჟს სოფელ ლიმნის მახლობლად. საბერძნეთი, ათენიდან დაახლოებით 160 კმ. 2021 წლის აგვისტო