თბილისის მერმა წლის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

© Facebook / Government of Georgiaკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
გამოწერა
წარმატებულ ქართველ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები და სხვა სიმბოლური პრიზები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პირადად გადასცა.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, 2021 წლის წარმატებული ქართველი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
წარმატებულ ქართველ სპორტსმენებს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების, ასევე ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების პრიზიორებს ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადასცა.
ჯილდოები გადაეცათ ასევე ქალთა და მამაკაცთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს.
დაჯილდოების ღონისძიებას კახა კალაძესთან ერთად მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სპორტული უწყებების, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სპორტსმენები და საპატიო სტუმრები დაესწრნენ.
ყველა ახალი ამბავი
0