Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რომ ტეხავდეს, ნიჟარაძე იქნებოდა“: ელის-მარია სააკაშვილის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება

© Facebook / Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
გამოწერა
მომღერალი სოფო ნიჟარაძე შვილთან ელის-მარია სააკაშვილთან ერთად ამერიკიდან საქართველოში ოქტომბრის თვეში დაბრუნდა. ბავშვის გვარს მაშინათვე მოჰყვა დიდი მითქმა-მოთქმა, რომელიც აქამდე არ ცხრება.
სოფო ნიჟარაძე ახალი წლის ღამეს „მთავარ არხზე“ ქალიშვილთან ერთად გამოჩნდება. სოციალურ ქსელში გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„ელის-მარია სააკაშვილის გვარს რატომ არ წერთ, ტეხავს?“ – წერს ერთ-ერთი ხელმომწერი ანონსის კომენტარებში.
მომხმარებლის კომენტარს კი ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა უპასუხა.

„რომ ტეხავდეს, ნიჟარაძე იქნებოდა. არასდროს უთქვამს მედიას – ნანუკას შვილი საბა კოდუა. ამბობენ, ნანუკას საბა და ასეა ყველაზე. გვარით რატომ უნდა მოიხსენიონ, სააკაშვილი რადგან არის?“, – დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

სოფო ნიჟარაძემ შვილი ამერიკაში გააჩინა. ის წელიწადზე მეტი ნიუ-იორკში ცხოვრობდა. სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავდა მომღერალი.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ გოგონას გვარმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მომღერალი დღემდე ბავშვის მამის ვინაობას არ ასაჯაროებს, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა აიტაცა ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მინიშნება, რომ ბავშვის მამა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0