საქართველოს პარლამენტმა მწეველებს ახალი ჯარიმები დაუწესა

© photo: Sputnikმოწევა აკრძალულია - აბრა
მოწევა აკრძალულია - აბრა - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
გამოწერა
კერძო ავტომობილში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება, თამბაქოს მოხმარებისთვის პირი 50 ლარით დაჯარიმდება.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ახალი ჯარიმები დაწესდა მოწევისთვის ტაქსებსა და კატარღებში, ასევე კერძო ავტომობილებში, თუ იქ არასრულწლოვანი იმყოფება - შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
კანონი ძალაში 2022 წლის 1 იანვარს შევა.
ცვლილებების თანახმად, ტაქსიში, საბაგირო გზებსა და კატარღებზე მოწევისთვის ადამიანი 200 ლარით დაჯარიმდება. შესწორებების მიხედვით, ტრანსპორტის ეს სახეობები განისაზღვრება, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
კერძო ავტომობილში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება, თამბაქოს მოხმარებისთვის პირი 50 ლარით დაჯარიმდება.
გარდა ამისა, 500 ლარამდე იზრდება ჯარიმა თამბაქოს ნაწარმის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე (50 მეტრის რადიუსში) გაყიდვის შემთხვევაში.
დარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობაც გაორმაგდება.
თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო კანონმდებლობა საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა, რაც მწეველთა რაოდენობის შემცირებას ისახავდა მიზნად. ამჟამად მოწევა აკრძალულია პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, გამონაკლისია კაზინოები და სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებთან სპეციალურად გამოყოფილი ადგილები. ასევე შეუძლიათ მოწევა მსახიობებს სპექტაკლის დროს, თუ ამას რეჟისორის ჩანაფიქრი მოითხოვს.
ყველა ახალი ამბავი
0