საახალწლო უქმეები – სადღესასწაულო დღეების კალენდარი

© photo: Sputnik / Stringerსაახალწლო ბაზრობა დედაენის ბაღში
საახალწლო ბაზრობა დედაენის ბაღში - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
გამოწერა
ყველა დაწესებულებისთვის გამონაკლისი 7 დეკემბერი – შობის დღე იქნება. საქართველოში შობა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ოფიციალური უქმეები 1 იანვარს დაიწყება და 10 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ოფიციალური უქმეები ყველა სახელმწიფო დაწესებულებას ეხება. რაც შეეხება კერძო კომპანიებს, მათ გადაწყვეტილების მიღება საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლიათ.
1 იანვრიდან პრაქტიკულად მთელი ქვეყანა „გაჩერდება“, იმუშავებენ მხოლოდ კაფე–რესტორნები და სასურსათო მაღაზიები, 3 იანვრიდან კი ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება – გაიხსნება ბაზრობები, მაღაზიები, ბანკები და ა.შ.
ყველა დაწესებულებისთვის გამონაკლისი 7 დეკემბერი – შობის დღე იქნება. საქართველოში შობა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია.
© Sputnik / Seyran Baroyanბათუმი საახალწლო ფერებში: სადღესასწაულოდ მორთული ქალაქი
ბათუმი საახალწლო ფერებში: სადღესასწაულოდ მორთული ქალაქი - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
ბათუმი საახალწლო ფერებში: სადღესასწაულოდ მორთული ქალაქი
უქმეები საერთოდ არ შეეხება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. ისინი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. შესაბამისად, მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ პასპორტის, დაბადების მოწმობისა და სხვა დოკუმენტების მიღებას.
სამაგიეროდ, მართვის მოწმობის აღების მსურველებს იმედგაცრუება ელოდებათ. ყველას, ვინც 1–10 იანვრამდე პერიოდშია ჩაწერილი, ოფიციალური უქმეების დასრულებამდე ლოდინი მოუწევს.
ჩვეულ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებენ საავადმყოფოები, სახანძრო–სამაშველო სამსახურები, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის თანამშრომლები, ასევე ენერგეტიკოსები და წყალგამანაწილებელი და გაზგამანაწილებელი კომპანიების თანამშრომლები. მათთვის ახალი წლის დღეები განსაკუთრებულად დაძაბული იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0