პატრიარქმა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე დალოცა

© photo: Sputnik / Stringerილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
გამოწერა
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტს რიგით მესამე თავმჯდომარე ჰყავს.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დალოცა.
როგორც საპატრიარქოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ილია მეორემ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს საჩუქრად ხატი გადასცა.
შალვა პაპუაშვილი პატრიარქს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ეწვია.
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატებმა გუშინ გამართულ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცეს. საკანონმდებლო ორგანოს ექს-სპიკერმა კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 24 დეკემბერს განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე სპიკერი გახდა.
ეს მიმდინარე წლის მანძილზე პარლამენტის სპიკერის შეცვლის უკვე მეორე ფაქტია. 27 აპრილს კუჭავამ აღნიშნულ თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე შეცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0