კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „ბოლო ზარზე ბავშვებმა გადმომცეს სიგელი...“

© courtesy of Marina Royvaმარინა როყვა
მარინა როყვა - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
გამოწერა
რუბრიკაში „კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის“ დღეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელს მარინა როყვას შეხვდებით.
ის ბავშვებს მარტო საგანს არ ასწავლის, მშვენიერების სიყვარულსაც აზიარებს. მოსწავლეებიც ამას ხედავენ და სათანადოდ უფასებენ. სკოლისგან თავისუფალ დროს, სახლში მისული მარინა მასწავლებელი საოცარ მხატვრულ ნიმუშებს ქმნის. ამაყობს იმით, რომ სკოლის დამთავრების მერე ხელოვნების გზა მისმა არაერთმა მოსწავლემ აირჩია.
© courtesy of Marina Royvaმარინა როყვა
მარინა როყვა - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
მარინა როყვა
- ქალბატონო მარინა, რამდენი წელია, რაც სკოლაში მუშაობთ?
- ახლა დავფიქრდი და 32 წელია, რაც სკოლაში მასწავლებლად მივედი. რა დრო გასულა... ყოველთვის მერიდებოდა ხოლმე ჩემს ყოფილ მასწავლებლებთან სამასწავლებლოში შესვლა და ახლა ჩემ ირგვლივ ყოფილი მოსწავლეებია მასწავლებლად. დეიდაჩემი ხატვის მასწავლებელი იყო და მეც მისი გზა ავირჩიე. საერთოდ დედის მხრიდან ყველა შემოქმედია და დღესაც ასე გრძელდება.
© courtesy of Marina Royvaმარინა როყვა
მარინა როყვა - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
მარინა როყვა
- თქვენს მოსწავლეებთან ერთად უკვე რამდენჯერ „დაამთავრეთ“ სრული სასწავლო წელი?
- სადამრიგებლო კლასი ორჯერ მყავდა. ჩვენ მართლაც ერთად დავამთავრეთ სკოლა - მეხუთედან მოყოლებული მეთორმეტე კლასამდე. ფანტაზიით სავსე, საოცარი, გამორჩეული ბავშვები იყვნენ. კარგად ვიცნობ თითოეულ მათგანს, ვიცი რა უხარით და რა სწყინთ, კარგად ვიცი მათი შინაგანი სამყარო და ყველა მათგანი ძალიან მიყვარს.
© courtesy of Marina Royvaმარინა როყვა მოსწავლეებთან ერთად
მარინა როყვა მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
მარინა როყვა მოსწავლეებთან ერთად
- როგორც ჩანს, ისინიც სიყვარულითვე გპასუხობენ, რადგან სიგელიც გადმოუციათ თქვენთვის...
- დიახ, ბოლო ზარზე ბავშვებმა გადმომცეს სიგელი, რომელზეც აწერია: „მარინა როყვა არის ძალიან თბილი, ყურადღებიანი და საუკეთესო დამრიგებელი, გვიყვარხარ“. ჩვენს სკოლაში ასეთი ტრადიცია არასოდეს ყოფილა. მოსწავლეებმა ასე თავად მოიფიქრეს და მოინდომეს. ჩემი საქმიანობის ამაზე დიდი შეფასება და ჯილდო რა უნდა იყოს?! ბედნიერი ვარ.
© courtesy of Marina Royvaმოსწავლეების მიერ გადაცემული სიგელი
მოსწავლეების მიერ გადაცემული სიგელი - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
მოსწავლეების მიერ გადაცემული სიგელი
- თქვენი დამსახურებაა ისიც, რომ არაერთმა თქვენმა მოსწავლემ ხელოვნების გზა აირჩია...
- დიახ, ხელოვნების სხვადასხვა დარგზე ბევრმა ჩემმა მოსწავლემ ჩააბარა. მათ გრაფიკაში ვამზადებდი. სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში არავის გაუკეთებია პროფესიული არჩევანი ხელოვნების სასარგებლოდ. საერთოდ, მიხარია, რომ ძალიან კარგი მოსწავლეები მყავს, კრეატიული ადამიანები არიან და მეც სულ ვცდილობ მათი ფანტაზიის გაღვივებას.
© courtesy of Marina Royvaმარინა როყვა სკოლაში
მარინა როყვა სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
მარინა როყვა სკოლაში
- თავად გამოირჩეოდით ბავშვობაში ფანტაზიით?
- პატარაობიდან ვხატავ. ფანტაზია საოცარი მქონდა. მახსოვს, ოთხი წლის ვიყავი, როცა დედამ მისაყვედურა, ეს ნახატი რატომ დაჯღაბნეო. დეიდამ კი შეხედა ნახატს და შუბლზე მაკოცა. მერე დედას მიუბრუნდა და უთხრა, ვერ ხედავ, ფინჯანში ცხელი ჩაი ასხიაო. ხატვით დედაჩემიც ხატავდა, უფრო კარგად კი კერავდა. ამან განაპირობა ხელოვნების სხვადასხვა დარგებისადმი ჩემი სიყვარული.
© courtesy of Marina Royvaმარინა როყვას ნამუშევარი თექაზე
მარინა როყვას ნამუშევარი თექაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
მარინა როყვას ნამუშევარი თექაზე
- ალბათ თქვენი მოსწავლეებისთვის დამატებითი სტიმული და მოტივაციაა ისიც, რომ მათი ხელოვნების მასწავლებელი საოცარ ნამუშევრებს ქმნის...
- სამსახურისგან თავისუფალ დროს სულ რაღაცას ვქმნი. ვმუშაობ თექაზე, გობელენზე, ვქსოვ ხალიჩას, ვხატავ და სხვადასხვა დეკორაციებსა და კომპოზიციებს ვაკეთებ. ახლა ნაძვის ხის სათამაშოებზე ვმუშაობ. შემიძლია ჩვეულებრივი პროდუქტებისგან კულინარიული კომპოზიციები მოვიფიქრო. ასეთი რამ სუფრას ყოველთვის ახალისებს და აფერადებს.
© courtesy of Marina Royvaმარინა როყვას ნახელავი
მარინა როყვას ნახელავი - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
მარინა როყვას ნახელავი
- ხელოვნების გაკვეთილი რომ გამორჩეული იყოს, რა არის საჭირო ამისთვის?
- ვცდილობ, რომ ყველა ჩემი გაკვეთილი გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს. ბავშვებს განსაკუთრებით „პროექტ–გაკვეთილები“ მოსწონთ. მასში აქტიურად არიან ჩართულები და მეც ვცდილობ, თითოეულ მათგანთან ახლოს მივიდე მათი არც ერთი კითხვა უპასუხოდ არ დავტოვო.
© courtesy of Marina Royvaმარინა როყვას ნახელავი
მარინა როყვას ნახელავი - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
მარინა როყვას ნახელავი
- რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდებათ, რაც ასეთ „პროექტ–გაკვეთილზე“ მოხდა?
- მახსენდება, რომ ერთ-ერთ ასეთ გაკვეთილზე, როცა პროექტი დასრულდა, დაფისკენ ზურგით ვიდექი, მოსწავლეებმა მთხოვეს, უკან მიმეხედა. როცა დაფისკენ მივბრუნდი სიხარულის ცრემლები წამომცვივდა. დაფაზე ეწერა: ,,გილოცავთ, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ!" როცა ბავშვებისკენ შემოვბრუნდი მადლობის სათქმელად, მათ ყვავილების თაიგული მომართვეს. ეს ჩემს დაბადების დღეზე მოხდა...
© courtesy of Marina Royvaმოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
მოსწავლეებთან ერთად
- როგორი იქნება თქვენი საახალწლო სურვილები?
- ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს მინდა მივულოცო დამდეგი შობა–ახალი წელი. ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, სიხარული და ბედნიერება. კიდევ, ხელოვნების სიყვარული, რაც მათ ცხოვრებას აზრით და ხალისით აავსებს. ხელოვნება ხომ სილამაზისა და მშვენიერების სამყაროა და მინდა, ეს ჩემმა თითოეულმა მოსწავლემ კარგად შეიგრძნოს, შეიმეცნოს და შეიყვაროს...
ყველა ახალი ამბავი
0