მოემზადეთ ძლიერი მაგნიტური ქარიშხლისთვის: ცნობილია იანვრის მძიმე დღე

გეომაგნიტური ქარიშხალი - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
გამოწერა
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. წინასწარი პროგნოზით, 2022 წლის იანვარში რამდენიმე მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი, რომელთაგან პირველი უკვე ახალი წლის მეორე დღესვე მოხდება, ნათქვამია მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის მონაცემებში.
მეცნიერების თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მზე ცვალებადობით ხასიათდება და მისი აქტიურობის პროგნოზი შესაძლოა მოულოდნელად შეიცვალოს კიდეც.
მზის რენტგენული ლაბორატორიის სპეციალისტების პროგნოზი ასე გამოიყურება:
2 იანვარი — მაგნიტოსფერო მშვიდი იქნება, თუმცა მზის ქარიშხლის სიმძლავრე 3G დონეს მიაღწევს, რაც ძლიერ ქარიშხლად ფასდება;
11-12 და 15 იანვარი — ამ დღეებში პრაქტიკულად გამეორდება 2 იანვრის მონაცემები: ქარიშხლის სიმძლავრე 3G დონეს არ ასცდება;
16 იანვარი — აღინიშნება მაგნიტოსფეროს შეშფოთება, მზის ქარიშხლის სიმძლავრე კი 4G დონეს მიაღწევს, რაც ძალიან ძლიერ ქარიშხლად მიიჩნევა;
17-18 იანვარი — მაგნიტოსფერო დამშვიდდება და ქარიშხლის სიმძლავრე 3G დონემდე დაიწევს.

რეკომენდაციები ექიმებისგან

როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:
დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
ყველა ახალი ამბავი
0