Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ფარულავა: დედა ჩემზე იყო ორსულად, აბორტის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ გამოიპარა კლინიკიდან

© Facebook / Mamuka Khelashvili's Studioია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
გამოწერა
მსახიობ ია ფარულავას თავისი ეკლესიური ბავშვობის შესახებ არაერთ გადაცემაში უსაუბრია. როგორც მსახიობი ამბობს, დედასთან ერთად სიონის საკათედრო ტაძრის მრევლი ყოფილა.
ამ თემაზე მსახიობმა რადიო „ჯორჯიან თაიმსში“, მამა პეტრე კოლხის გადაცემა „ფიქრებში“ ვრცლად ისაუბრა.

„90-იანი წლებია, უწმინდესი ძალიან ახალგაზრდაა. მე და დედიკო დავდივართ სიონის საკათედრო ტაძარში. შეიძლება ითქვას, მე წავიყვანე დედა ტაძარში. ძალიან მომწონდა სიონის მგალობელთა გუნდი და ვცდილობდი მათთან ახლოს დავმდგარიყავი და განაბული მესმინა. ვუყურებდით უწმინდესს, ტაძრის შუაგულში მდებარე სკამთან მდგომს. არ გვინდოდა მისკენ ზურგით ვმდგარიყავით. დავდიოდი და უბედნიერესი ვიყავი“, – იხსენებს ია.

ფარულავამ მისი პატრიარქთან პირველი შეხვედრაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს დღე არასოდეს დაავიწყდება.
„უწმინდესი ძველი საპატრიარქოდან იყო გამობრძანებული და ეზოში იჯდა მონაზვნებთან ერთად. მისი დიდი ძაღლიც იქ იყო. დედაჩემიც მათთან ერთად იჯდა და საუბრობდნენ. შევედი ეზოში და, მახსოვს, ეს დიდი ძაღლი მეცა. უწმინდესი აფრინდა და, ნუ გეშინია, ნუ გეშინია, არაფერს გიზამსო, მომეგება. მერე მე გავთხოვდი, ეჭვიანი ქმარი... და მასთან დაკავშირებულ ამბებში ვიყავი… პრემიერაზე მოვიდა უწმინდესი და მისაყვედურა, რატომ დაივიწყე ეკლესიაო“, – იხსენებს ფარულავა.
იას თქმით, ტაძარში არც ახლა დადის. მისთვის აღსარება-ზიარება საკრალურია და ამასთან დაკავშირებით თავისი ხედვები აქვს.
საუბრის დროს მსახიობმა მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტიც გაიხსენა, რომელიც მის დაბადებამდე მოხდა.
„იცით, ღმერთის ძალა პირველად მუცლადყოფნისას ვიგრძენი. დედ-მამას ორი შვილი ჰყავდა და არ უნდოდათ მესამე. ამიტომ ჩემზე რომ იყო ორსულად, აბორტის გაკეთებას აპირებდა. დაესიზმრა პატარა გოგო, რომელმაც უთხრა, გამაჩინე, მე შენ ხელს არ შეგიშლიო… აბორტის გასაკეთებლად მისული დედა კლინიკიდან გამოიპარა“, – აღნიშნა იამ.
ია ფარულავას დედა 60-იანი წლების მოდელი და მშვენიერი მოცეკვავე დონარა იმედაძე იყო. მსახიობს ხშირად ამსგავსებენ დედას.
ყველა ახალი ამბავი
0