https://sputnik-georgia.com/20211230/axali-wlis-dadgomamde-tbilisis-ori-raioni-uwylod-darca-263294790.html
ახალი წლის დადგომამდე თბილისის ორი რაიონი უწყლოდ დარჩა
ახალი წლის დადგომამდე თბილისის ორი რაიონი უწყლოდ დარჩა
Sputnik საქართველო
წყალმომარაგება 31 დეკემბერს 16:00 საათიდან აღდგება
2021-12-30T22:57+0400
2021-12-30T22:57+0400
2021-12-30T23:56+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23535/64/235356427_40:0:1960:1080_1920x0_80_0_0_f57b7420d1d367097d973b7f06b25994.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ნაძალადევის რაიონში, ქუთათელაძის ქუჩის N54-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების გამო დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდა.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ასევე აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 30 დეკემბერს, საღამოს 21:00 საათიდან 31 დეკემბრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება დედაქალაქის ორ რაიონს.კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23535/64/235356427_280:0:1720:1080_1920x0_80_0_0_da361db33024c36af412fc32e87dda32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი წელი თბილისი წყალი
ახალი წლის დადგომამდე თბილისის ორი რაიონი უწყლოდ დარჩა
22:57 30.12.2021 (განახლებულია: 23:56 30.12.2021) წყალმომარაგების აღდგენა 31 დეკემბრის 16:00 საათიდან დაიწყება.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ნაძალადევის რაიონში, ქუთათელაძის ქუჩის N54-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების გამო დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ასევე აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 30 დეკემბერს, საღამოს 21:00 საათიდან 31 დეკემბრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება დედაქალაქის ორ რაიონს.
კერძოდ, უწყლოდ დარჩება ნაძალადევის და გლდანის რაიონების გარკვეული ქუჩების მოსახლეობა.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.