მკვლელობა ავარიის გამო: ასპინძაში მამაკაცი მოკლეს

CC BY 2.0 / Dean Strelau / Cautionდანაშაულის ადგილი
დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
გამოწერა
მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში 46 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა, სავარაუდოდ, შურისძიების ნიადაგზე მოხდა. ინციდენტს წინ ავტოსაგზაო შემთხვევა უძღოდა.
ადგილობრივების განცხადებით, მოკლული შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მკვლელობაში ბრალდებულის ავტომობილს დაეჯახა. მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ დაზარალებულმა მის საცხოვრებელ ადგილს მიაკვლია და შური იძია.
მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენეს. იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0