მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დაკავებულია ახალგაზრდა, რომელიც პრეზიდენტების დახოცვას აპირებდა: ფოტო

© AP Photo / David Zalubowskiპოლიცია შემთხვევის ადგილზე. კოლორადო, აშშ
პოლიცია შემთხვევის ადგილზე. კოლორადო, აშშ - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
გამოწერა
25 წლის კაცს თან აღმოაჩნდა „ბოროტი ადამიანების“ სია, რომელთა მოკვლასაც აპირებდა, რათა „ქვეყანა ბოროტებისგან ეხსნა“.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ში დააკავეს შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას მკვლელობას გეგმავდა, იუწყება ტელეარხი NBC.
ხელისუფლების მონაცემებით, 25 წლის კუაჩუა ბრიიონ სიუნი, რომელიც კალიფორნიის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობდა, გასულ ხუთშაბათს დააკავეს და ამ დროისათვის უკვე ციხეშია.
პოლიციამ მის ავტომობილში აღმოაჩინა შაშხანა AR-15, საბრძოლო მასალით სავსე ყუთი, დატენილი მჭიდები და ჯავშანჟილეტი.
გარდა ამისა, იქვე იპოვნეს „ბოროტი ადამიანების სია“, რომელთა მკვლელობასაც გეგმავდა სიუნი.
ბაიდენისა და ობამას გარდა ამ ჩამონათვალში ასევე არიან: კომპანია Meta-ს (ყოფილი Facebook) დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი და კიდევ ერთი ექს-პრეზიდენტი ბილ კლინტონი.
პოლიციამ დაკავებულს აღმოუჩინა თეთრ სახლზე თავდასხმის გეგმაც, რომელშიც მას დაცვის „სავარაუდო სუსტი ადგილი“ ჰქონდა მონიშნული.
სიუნის თქმით, ეს გეგმა მან თავდასხმის სამზადისის დროს შეადგინა.
არსებული ცნობით, სიუნი სახლიდან 18 დეკემბერს გავიდა და პირდაპირ თეთრი სახლისკენ გაემართა, რათა „ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები დაეხოცა“.

„როგორც დაკავებული ამბობს, გათავისუფლების შემთხვევაში ის დაუყოვნებლივ განაგრძობს გზას თეთრი სახლისკენ... და ყველაფერს გააკეთებს გეგმის შესასრულებლად. სიუნი აცხადებს, რომ არ აპირებს კალიფორნიაში დაბრუნებას... ვინაიდან თეთრ სახლში მყოფ ბოროტ დემონებთან ბრძოლაში სიკვდილი აქვს დაგეგმილი“, — ნათქვამია სასამართლოს დოკუმენტებში.

დაკითხვაზე სიუნმა საიდუმლო სამსახურს განუცხადა, რომ ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეერთებული შტატების ბოროტებისგან გათავისუფლება შეუძლია, და რომ ამისთვის მან აუცილებლად უნდა დახოცოს ხელისუფლებაში მყოფები.
ყველა ახალი ამბავი
0