Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

დედამ მომწერა ვეღარ ვიცოცხლებ, შენი იმედი მაქვსო: როგორ იშვილა ზაზარაშვილის დედამ 4 ბავშვი

© Facebook / Alexandre Zazarashviliალექსანდრე ზაზარაშვილი
ალექსანდრე ზაზარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
გამოწერა
მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა 2019 წელს უკრაინულ საბავშვო „ვოისში“ გაიმარჯვა, ცოტა ხნის წინ კი აშშ-ის შტატ კონექტიკუტის „ნიჭიერის” (CONNECTICUT'S GOT TALENT) გამარჯვებული გახდა.
ალექსანდრეს დედამ გულიკო ეგნატაშვილმა შვილის წარმატების შესახებ ისაუბრა POSTV-ს გადაცემაში „სიკეთე მარტივია“. მან მის ოჯახთან დაკავშირებული უცნობი გულისამაჩუყებელი ისტორია გაანდო საზოგადოებას.
როგორც მომღერლის დედამ აღნიშნა, ცხრა წლის წინ ოთხი ბავშვი იშვილა. ისტორია საკმაოდ სევდიანი და რთულად მოსასმენია.
- ალექსანდრე პატარაობიდან მონასტერში დაგვყავდა და მამა შიოსთან ყინწვისის მონასტერში იზრდებოდა. ერთხელ მეც იქ ვიყავი, როცა დედამ მოიყვანა შვილი და მამაოს ჩააბარა დროებით. მამაომ, რა თქმა უნდა, გულით მიიღო.
რომ შევხედე ალექსანდრეს, მივხდი, რომ ამ ყველაფერმა მასზე ძალიან იმოქმედა. მკითხა, დედა, თუ შეიძლება რომ ჩვენ წამოვიყვანოთო. მე დავეთანხმე. სოცაგენტმა გვითხრა, რომ ოთხ ბავშვს, დედმამიშვილებს ვერ დააშორებდნენ და გვკითხეს, დროებით თუ შევიფარებდით დანარჩენებსაც. მე დავფიქრდი, შემეშინდა, ალექსანდრე კი მიყურებდა, აბა რას ვიტყოდი...
წავედით იმ სოფელში, სადაც იყვნენ ეს ბავშვები და რომ მივედით, ძალიან რთულ სიტუაციაში მყოფი ბავშვები ვნახეთ. მათ ბებო ზრდიდა, დედა ცუდად ჰყავდათ და სააავადმყოფოში იყო. ყველაზე პატარა იყო ერთი წლის, და გადავწყვიტე, რომ წამეყვანა. დედის გარეშე ეს ამბავი არ მომხდარა, მას აცნობეს ყველაფერი. მოგვიანებით კი, როცა გამოკეთდა, სახლშიც მოვიყვანეთ და გავიცანით, ძალიან კარგი ადამიანი იყო, უბრალოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას არ შეეძლო ფიზიკურად.
როცა ბავშვები წამოვიყვანეთ, ეს ძალიან სტრესული იყო, დედას ეჭირა პატარა და არ შემეძლო ბავშვის გამორთმევა. პატარა თვითონვე მომიყვანა დედამ, ჩამეხუტა და მითხრა, ძალიან ცუდად ვარ და არასდროს ვინერვიულებ, ჩემი შვილები შენ გვერდით თუ იქნებიანო. ყოველთვის იმ იმედით ვიქნები, რომ დარწმუნებული ვარ, ბედნიერები იქნებიანო. მე ვუთხარი, რაც შემეძლება, ყველაფერს გავუკეთებ–მეთქი.
წამოვიყვანეთ ოთხივე ბავშვი. ალექსანდრეც იყო ჩემთან ერთად. მალე დედამ მომწერა, მე ვეღარ ვიცოცხლებ და შენი იმედი მაქვს, სანამ შეგიძლია, ჩემი შვილები ერთმანეთს არ დააშოროო. მართლაც, ისე ვუყვარვარ ამ ბავშვებს და ისე გვიყვარს ერთმანეთი, რომ ამ ყველაფრის გამო ვერსად ვერ მივყვები ალექსანდრეს. ამ ბავშვებმა უკვე ბევრჯერ გაიარეს დიდი სტრესი დედის გარდაცვალების გამო და მე ვერ მივატოვებ. ალექსანდრეს თავისი მამა ახლავს თან. დედას მეძახიან, სულ თვალებში მიყურებენ.
ალექსანდრეს მშობლებს თავისი ორი შვილი ჰყავთ და ექვსივე ბავშვს ერთად, დიდი სიყვარულით ზრდიან.
ყველა ახალი ამბავი
0