ვის ეკრძალება წითელი ხიზილალა და რა საშიშროებას ატარებს: ექიმის განმარტება

© Pixabay / Daria-Yakovlevaწითელი ხიზილალა
წითელი ხიზილალა - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
გამოწერა
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. წითელი ხიზილალა მარგებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დღეში მხოლოდ ორ-სამ ჩაის კოვზზე მეტს არ მიირთმევთ, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის გასტროენტეროლოგი სერგეი ლოგინოვი.
მისი თქმით, წითელი ხიზილალის ჭარბი რაოდენობა შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ჯანმრთელობაზე, ვინაიდან ბევრ მარილსა და კონსერვანტებს შეიცავს და ეს შეშუპებებს იწვევს.
გარდა ამისა, პროდუქტის კიდევ ერთი უარყოფითი თვისება ისაა, რომ ის ალერგენულია. ამიტომ სანამ წითელ ხიზილალას ბავშვის რაციონში ჩართავთ, აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია პედიატრთან.

„სამ წლამდე ბავშვისთვის წითელი ხიზილალის მიცემა რეკომენდებული არ არის. ამ ასაკამდე ბავშვს ჯერ კიდევ არ აქვს საბოლოოდ ჩამოყალიბებული კუჭ-ნაწლავის სისტემა, ხიზილალა კი საკმაოდ მძიმე პროდუქტია და ბავშვის კუჭი შეიძლება ვერ გაუმკლავდეს მას“, — აცხადებს ექიმი.

სპეციალისტის თქმით, წითელი ხიზილალა მდიდარია ფოლიუმის მჟავით, იოდით, ფოსფორით, კალიუმით, რკინით, კალციუმით, პოლიგაუჯერებელი ცხიმმჟავებით.
მასში ასევე დიდი რაოდენობით შედის ცილები და, ამასთან, შედარებით დაბალკალორიულია: დაახლოებით 250 კკალ 100 გრამ პროდუქტზე.
ექიმმა ასევე განმარტა, რომ წითელი ხიზილალის დამარილებისას სასარგებლო თვისებები და გემო შენარჩუნდება, ხოლო გაყინვისას B და E ჯგუფის ვიტამინები იკარგება.
სპეციალისტების თქმით, საჭიროა გვახსოვდეს, რომ: წითელი ხიზილალის ჭარბ მოხმარებას შეუძლია იმუნიტეტის დაქვეითება, სიბერის დაჩქარება, ჰიპერტონია და ინსულტის გამოწვევაც კი. ამის ერთ-ერთი მიზეზი მასში დიდი რაოდენობით შემავალი მარილია. 140-გრამიანი ქილა წითელი ხიზილალა მარილის სადღეღამისო ნორმას შეიცავს.
ყველა ახალი ამბავი
0