https://sputnik-georgia.com/20211229/vin-gamoiyenebs-georgia-ehealth-aplikacias-263251941.html
ვის მიეცემა Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობა
ვის მიეცემა Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობა
Sputnik საქართველო
ვინ მიიღო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის იმუნიზაციის მოდულში რეგისტრაციის უფლება
2021-12-29T17:42+0400
2021-12-29T17:42+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261795517_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_21109b5bf1c2d46c0871c18f0507d361.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. უცხოეთში ვაქცინირებულ საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ.საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტების კონცეფცია ამოქმედდა. მათი ტელეფონით ჩამოტვირთვა შესაძლებელია ორი აპლიკაციის – Georgia e-Health-ისა და CovidPass Georgia-ს გამოყენებით.როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არის შემთხვევები, როდესაც პირები ვაქცინირებული არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სრულად, ან პირველი დოზა გაკეთებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე და/ან ბუსტერ–დოზა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ან პირიქით.უწყების განმარტებით, ასეთი პირების რეგისტრაცია ვერ ხორციელდება იმუნიზაციის მოდულში, ამიტომ, ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მათ მიეცათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის იმუნიზაციის მოდულში რეგისტრაციის უფლება.დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისათვის უნდა მიმართონ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს და წარადგინონ შესაბამისი ქვეყნის ამცრელი დაწესებულების მიერ გაცემული აცრის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები:QR-კოდის სკანირება ქვეყნის შიგნით მოქმედი კოვიდ-პასპორტიდან შესაძლებელია როგორც ტელეფონიდან, ისე ქაღალდის პასპორტიდან, რომელსაც იუსტიციის სახლი გასცემს.კოვიდ–პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, კოვიდ-გადატანილ პირებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR და სწრაფი ტესტისა, კოვიდ-პასპორტი უვადო იქნება. PCR–ტესტთან ერთად იგი 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.„მწვანე პასპორტებში“ თითოეული მოქალაქის შესახებ მითითებულია კორონავირუსთან დაკავშირებული მთლიანი ინფორმაცია – გადატანილი ავადმყოფობა, PCR–ტესტების პასუხები, ვაქცინაციის კურსი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261795517_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_b8df0d9d538982600ad0399ab0481845.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კოვიდ–პასპორტი აპლიკაცია ვაქცინაცია კორონავირუსი
კოვიდ–პასპორტი აპლიკაცია ვაქცინაცია კორონავირუსი
ვის მიეცემა Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობა
17:42 29.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) კოვიდ-პასპორტი არის ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქალაქის კოვიდ-სტატუსის შესახებ სრულ ინფორმაციას.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. უცხოეთში ვაქცინირებულ საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ.
საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტების კონცეფცია ამოქმედდა. მათი ტელეფონით ჩამოტვირთვა შესაძლებელია ორი აპლიკაციის – Georgia e-Health-ისა და CovidPass Georgia-ს გამოყენებით.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არის შემთხვევები, როდესაც პირები ვაქცინირებული არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სრულად, ან პირველი დოზა გაკეთებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე და/ან ბუსტერ–დოზა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ან პირიქით.
უწყების განმარტებით, ასეთი პირების რეგისტრაცია ვერ ხორციელდება იმუნიზაციის მოდულში, ამიტომ, ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მათ მიეცათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის იმუნიზაციის მოდულში რეგისტრაციის უფლება.
„ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიეცათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის იმუნიზაციის მოდულში რეგისტრაციის უფლება, რაც მათ Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობას მისცემს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისათვის უნდა მიმართონ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს და წარადგინონ შესაბამისი ქვეყნის ამცრელი დაწესებულების მიერ გაცემული აცრის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები:
„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ – თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №29; Exspress Medical Service – თბილისი, ზღვის პლაზა ჰუალინგი; ვივამედი“ – თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N234; „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“; სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონი, სოფელი რუხი; „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. 2. QR-კოდის სკანირება ქვეყნის შიგნით მოქმედი კოვიდ-პასპორტიდან შესაძლებელია როგორც ტელეფონიდან, ისე ქაღალდის პასპორტიდან, რომელსაც იუსტიციის სახლი გასცემს.
კოვიდ–პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, კოვიდ-გადატანილ პირებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR და სწრაფი ტესტისა, კოვიდ-პასპორტი უვადო იქნება. PCR–ტესტთან ერთად იგი 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.
„მწვანე პასპორტებში“ თითოეული მოქალაქის შესახებ მითითებულია კორონავირუსთან დაკავშირებული მთლიანი ინფორმაცია – გადატანილი ავადმყოფობა, PCR–ტესტების პასუხები, ვაქცინაციის კურსი.