https://sputnik-georgia.com/20211229/tokiosi-qartuli-kinos-festivali-gaimarteba-263254070.html
ტოკიოში ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება
ტოკიოში ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება
Sputnik საქართველო
იაპონიის დედაქალაქში ქართული კინოს ფესტივალზე მაყურებელი იხილავს როგორც კლასიკას, ისე თანამედროვე ფილმებს
2021-12-29T18:19+0400
2021-12-29T18:19+0400
2021-12-29T21:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
იაპონია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23115/04/231150473_0:317:3076:2048_1920x0_80_0_0_c615788aaff012ebed6d8d1e3f573f8e.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 2022 წლის 29 იანვრიდან 25 თებერვლამდე პერიოდში ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.აღნიშნულ პერიოდში მაყურებელი როგორც ქართულ კინოკლასიკას, ისე თანამედროვე ფილმებს იხილავს. პროგრამაში სულ 30 ფილმია.კინოცენტრის ცნობით, ჰარადა ქართული ფილმების შერჩევის მიზნით რამდენჯერმე ესტუმრა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალებს.აღსანიშნავია, რომ იაპონიის ქალაქებმა კიოტომ, ოსაკამ, იოკოჰამამ და ტაკასაკიმ ასევე გამოთქვეს რეტროსპექტივის მასპინძლობის სურვილი.ქართული კინოს ფესტივალი იაპონიაში პირველად 2018 წელს ჩატარდა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისა და ქართული კინოს 110 წლის იუბილეს მიეძღვნა.
https://sputnik-georgia.com/20211112/meotxe-braitoni-aziuri-filmebis-festivalis-gamarjvebulia-262027561.html
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23115/04/231150473_0:215:2444:2048_1920x0_80_0_0_326af933945a2371ac6f6391b9cd7b87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო იაპონია კინო კულტურა
საქართველო იაპონია კინო კულტურა
ტოკიოში ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება
18:19 29.12.2021 (განახლებულია: 21:16 29.12.2021) ფესტივალზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება როგორც ქართული კინოკლასიკა, ისე თანამედროვე ფილმები იხილოს.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 2022 წლის 29 იანვრიდან 25 თებერვლამდე პერიოდში ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
აღნიშნულ პერიოდში მაყურებელი როგორც ქართულ კინოკლასიკას, ისე თანამედროვე ფილმებს იხილავს. პროგრამაში სულ 30 ფილმია.
„ფესტივალის კურატორია ტაკეჰიდე ჰარადა, რომელსაც წიგნიც აქვს დაწერილი ქართულ კინემატოგრაფიაზე. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტოკიოს ერთ-ერთ საუკეთესო კინოთეატრს – ივანამი-ჰოლს, სადაც არაერთხელ მოწყობილა ქართული ფილმების რეტროსპექტივა", – ნათქვამია ინფორმაციაში.
კინოცენტრის ცნობით, ჰარადა ქართული ფილმების შერჩევის მიზნით რამდენჯერმე ესტუმრა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალებს.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის ქალაქებმა კიოტომ, ოსაკამ, იოკოჰამამ და ტაკასაკიმ ასევე გამოთქვეს რეტროსპექტივის მასპინძლობის სურვილი.
ქართული კინოს ფესტივალი იაპონიაში პირველად 2018 წელს ჩატარდა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისა და ქართული კინოს 110 წლის იუბილეს მიეძღვნა.