Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნაძვის ხის მორთვის ყველაზე ორიგინალური მასტერ-კლასი თამო ვაშალომიძისგან – ფოტო

© Facebook / Tamo Tamo Vashalomidzeთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
გამოწერა
მოდელი თამო ვაშალომიძე ყოველთვის ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. გამონაკლისი არც მისი საახალწლო სამზადისია. მან საახალწლოდ სახლი მეუღლესთან ერთად მორთო. ინტერიერმა და ულამაზესმა ნაძვისხემ კი ყველა აღაფრთოვანა.
ნახეთ როგორ გამოიყურება თამოს მისაღები ოთახი, რომელსაც თვალს ვერ მოაშორებთ.
თამო სოციალური აქტივობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს პირად ფოტოებს, ასევე Instagram-ზე ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღონ. არც ნაძვისხის თემა იყო გამონაკლისი. თამომ ხელმომწერებს გაანდო, თუ სად, როდის და რა ფასად იყიდა ესა თუ ის დეკორაცია.
წელს თამოს ცხოვრებაში განსაკუთრებული ახალი წელია. ის 2022 წელს თბილ გარემოში, ოჯახთან – მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ხვდება. ნაძვისხის და ინტერიერის მორთვაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა როგორც თამოს მეუღლე, ისე მისი უფროსი გოგონა სოფია.
ხელმომწერები აღფრთოვანებული არიან თამოს ფოტოებით და სასიამოვნო კომენტარებითაც ანებივრებენ. ფოტომოდელს 151 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს და თამოს ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს.
ყველა ახალი ამბავი
0