https://sputnik-georgia.com/20211229/saqartvelos-prezidentis-rezidencia-damtvaliereblebistvis-ixsneba-263260257.html
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია დამთვალიერებლებისთვის იხსნება
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია დამთვალიერებლებისთვის იხსნება
Sputnik საქართველო
მსურველები პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში გასეირნებასა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებას შეძლებენ
2021-12-29T20:42+0400
2021-12-29T20:42+0400
2021-12-29T23:05+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0b/262778552_0:412:2730:1948_1920x0_80_0_0_62a93cc2418c07927af53f31ccd2e71f.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის – ორბელიანების სასახლის ეზო დამთვალიერებლებისთვის იხსნება.ორბელიანების სასახლის ეზო ყველა მსურველისთვის 31 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გაიხსნება, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსურველებს საღამოს 18:00 საათიდან 22:00 საათამდე საახალწლოდ ჩიჩილაკებით მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს დათვალიერებისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მიეცემათ.ორბელიანების სასახლე ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციად იქცა 2019 წლიდან, მას შემდეგ, რაც 2018 წლის 16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. მან უარი თქვა ავლაბრის რაიონში მდებარე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას აღდგენილ პრეზიდენტის სასახლეში გადასვლაზე.რეზიდენციის ფართობია 6 ათასი კვადრატული მეტრი. შენობის შესაკეთებლად დაახლოებით 10 მილიონი დოლარი დაიხარჯა.წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0b/262778552_482:454:2541:1998_1920x0_80_0_0_17a7a2286ea6af4b554eb7a380f08e51.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრეზიდენტი სასახლე რეზიდენცია
პრეზიდენტი სასახლე რეზიდენცია
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია დამთვალიერებლებისთვის იხსნება
20:42 29.12.2021 (განახლებულია: 23:05 29.12.2021) მსურველები პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში გასეირნებასა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებას შეძლებენ.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის – ორბელიანების სასახლის ეზო დამთვალიერებლებისთვის იხსნება.
ორბელიანების სასახლის ეზო ყველა მსურველისთვის 31 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გაიხსნება, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსურველებს საღამოს 18:00 საათიდან 22:00 საათამდე საახალწლოდ ჩიჩილაკებით მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს დათვალიერებისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მიეცემათ.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს, გისურვებთ სიხარულსა და ბედნიერებას!“ – ნათქვამია განცხადებაში.
ორბელიანების სასახლე ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციად იქცა 2019 წლიდან, მას შემდეგ, რაც 2018 წლის 16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. მან უარი თქვა ავლაბრის რაიონში მდებარე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას აღდგენილ პრეზიდენტის სასახლეში გადასვლაზე.
რეზიდენციის ფართობია 6 ათასი კვადრატული მეტრი. შენობის შესაკეთებლად დაახლოებით 10 მილიონი დოლარი დაიხარჯა.