„გვიყვარდეს ერთმანეთი“: სად გაიმართება საახალწლო გალა-კონცერტი

© photo: Sputnik / Stringerმთავარი ნაძვის ხე
მთავარი ნაძვის ხე - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით საახალწლო ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საახალწლო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები დედაქალაქში 14 იანვრამდე გაგრძელდება.
რაც შეხება გალა-კონცერტს, როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ის 31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

„კარს მოგვადგა ახალი წელი და მინდა გაგაცნოთ 31 დეკემბრის ღამის საახალწლო პროგრამა, კერძოდ, გალა-კონცერტი – „გვიყვარდეს ერთმანეთი“, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მოვა და ის ტელევიზიითაც გადაიცემა“, – განაცხადა მერმა.

კალაძის განცხადებით, გალა-კონცერტის მუსიკალური პროგრამა აგებულია ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებზე. მათ შორისაა საახალწლო თემაზე შექმნილი პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები.
პროექტში ჩართულია სხვადასხვა თაობის და მუსიკალური მიმართულების 300-მდე წარმომადგენელი.
„14 იანვარს „საახალწლო სოფელი“ მასშტაბური კონცერტით დაიხურება. დაგეგმილია სხვადასხვა თეატრალური, მუსიკალური წარმოდგენა და ღონისძიება. ეს არის სასიამოვნო გარემო დასვენებისა და განტვირთვისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
დედაქალაქში ყველა საახალწლო ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0