https://sputnik-georgia.com/20211229/ruseti-wuxs-rom-saqartvelom-sexvedrasi-monawileoba-ar-miiro-263254265.html
რუსეთი წუხს, რომ საქართველომ უარი თქვა „3+3“ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობაზე
რუსეთი წუხს, რომ საქართველომ უარი თქვა „3+3“ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. რუსეთი წუხს, რომ საქართველომ არ მიიღო მონაწილეობა ამიერკავკასიის საკითხებზე „3+3“ შეხვედრაში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა... 29.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-29T18:31+0400
2021-12-29T18:31+0400
2023-07-20T15:53+0400
პოლიტიკა
რუსეთი
საქართველო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1f/251883217_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_819fcc6b74d70c356706ce83e88a8063.jpg
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. რუსეთი წუხს, რომ საქართველომ არ მიიღო მონაწილეობა ამიერკავკასიის საკითხებზე „3+3“ შეხვედრაში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ РИА Новости-სთან ინტერვიუში.მისი თქმით, რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმა „3+3“ არის პრაგმატული და არაპოლიტიზებული ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და მათი მეზობლების დაახლოებას.როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, ფორმატის ერთობლივ მუშაობაში აქცენტი გაკეთდა საერთო ინტერესის თემებზე. ესენია: სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების განვითარება, ასევე საერთო გამოწვევებთან და საფრთხეებთან ბრძოლა.დეკემბრის დასაწყისში მოსკოვში რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის „3+3“ პირველი შეხვედრა გაიმართა რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებისა და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის თანათავმჯდომარეობით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ „შეხვედრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს საქართველოს წარმომადგენლებმა, რომლებიც ასევე იყვნენ მოწვეული“.
https://sputnik-georgia.com/20211229/rusetistvis-natos-semtevi-iararis-saqartvelosi-gantavseba-witeli-xazebia-263253708.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1f/251883217_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_6cafd8a074aa4d26bd841bd98edc888b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთი, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. რუსეთი წუხს, რომ საქართველომ არ მიიღო მონაწილეობა ამიერკავკასიის საკითხებზე „3+3“ შეხვედრაში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ
РИА Новости-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმა „3+3“ არის პრაგმატული და არაპოლიტიზებული ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და მათი მეზობლების დაახლოებას.
„ვწუხვართ, რომ პლატფორმაში მონაწილეობის აშკარა სარგებლის მიუხედავად, თბილისმა, რომელიც ასევე იყო მოწვეული, თავისი წარმომადგენლები არ გამოგზავნა პირველ შეხვედრაზე. მიუხედავად ამისა, ყველა მონაწილემ გამოხატა საქართველოს ჩართულობის ინტერესი და შეთანხმდა, რომ ამ ქვეყნისთვის კარი ღია რჩება“, — განაცხადა რუდენკომ.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, ფორმატის ერთობლივ მუშაობაში აქცენტი გაკეთდა საერთო ინტერესის თემებზე. ესენია: სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების განვითარება, ასევე საერთო გამოწვევებთან და საფრთხეებთან ბრძოლა.
დეკემბრის დასაწყისში მოსკოვში რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის „3+3“ პირველი შეხვედრა გაიმართა რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებისა და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის თანათავმჯდომარეობით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ „შეხვედრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს საქართველოს წარმომადგენლებმა, რომლებიც ასევე იყვნენ მოწვეული“.