რუსეთი მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს: პრეზიდენტმა კანონპროექტი წარადგინა

© photo: Sputnikრუსეთის პასპორტი
რუსეთის პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
გამოწერა
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინა კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეობის შესახებ.
ახალი კანონპროექტი ადამიანთა ოცზე მეტ დამატებით კატეგორიას ითვალისწინებს, რომლებიც რუსული პასპორტის მიღებას გამარტივებული პროცედურით შეძლებენ.
კერძოდ:
თანამემამულეები (ყოფილი სსრკ-ის მოქალაქეები და მათი შვილები, ნებაყოფლობით გადასახლების პროგრამის მონაწილეები);
ისინი, ვისი ახლო ნათესავებიც რუსეთში ცხოვრობენ;
იმ ადამიანების შთამომავლები, ვინც რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის (რუსეთის ფედერაციის საზღვრებში) ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია განსაკუთრებული წესით მიანიჭოს პირს რუსეთის მოქალაქეობა. ესენი არიან:
დიდი სამამულო ომის ვეტერანები, რომლებსაც ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების მოქალაქეობა აქვთ;
რუსეთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პირები;
ადამიანები, რომლებიც პროფესიის, კვალიფიკაციისა თუ სხვა მიზეზების გამო წარმოადგენენ ინტერესს რუსეთისთვის.
გარდა ამისა, ფართოვდება იმ პირთა წრეც, რომლებიც შეიძლება იცნონ რუსეთის მოქალაქეებად:
ყოფილი სსრკ-ის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ 1992 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით;
რუსეთის ტერიტორიაზე 1992 წლის 6 თებერვლამდე დაბადებულები;
პირები, რომელთა დაბადების მომენტში თუნდაც ერთი მშობელი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქე და მუდმივად ცხოვრობდა რუსეთის ტერიტორიაზე;
სამხედრო პირები, რომლებმაც სსრკ-ის ან რუსეთის ფედერაციის წინაშე დადეს ფიცი და 1992 წლის 6 თებერვლისთვის რუსულ ჯარში გადიოდნენ სამსახურს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე.
ამასთან აღინიშნება, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ვერ ჩაითვლება პირისთვის რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის საფუძვლად.
კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის ინსტიტუტის დაარსებასაც.
ფართოვდება იმ ქმედებების სია, რომელთა გამოც პირს შეიძლება პასპორტი ჩამოერთვას: ახლა, გარდა ტერორისტული დანაშაულებისა, სიაში შევა ზოგი მძიმე დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ასევე ნარკოდანაშაული.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური